
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ეკლესია XIX საუკუნის ძეგლია, რომელიც მთაწმინდის შუაწელზე, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარეობს. დღევანდელი ტაძრის ადგილას პირველი ეკლესია VI საუკუნის დასასრულს აგებულა. VI საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიიდან საქართველოში საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი ჯგუფი მოვიდა ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად. ერთ-ერთი მათგანი მამა დავითი იყო, რომელმაც გარეჯის მონასტერი დაარსა. გარეჯში წასვლამდე ის თბილისში მოღვაწეობდა, მთაწმინდის აღმოსავლეთით, კლდეზე მას სენაკი გამოუჭრია. მამა დავითის მიერ ქვაბულის მიტოვების შემდეგ, ხალხმა მის პატივსაცემად მთას ”მამადავითი” შეარქვა. X-XI საუკუნეებში მამადავითის მთას მეორე სახელი - მთაწმინდა დაარქვეს. უძველესი ეკლესიის ადგილას IX საუკუნეში ახალი ტაძარი აუშენებიათ, რომელიც დროთა განმავლობაში დაინგრა. X საუკუნეში აქ მონასტერიც დაარსებულა, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში უკვე აღარ არსებობდა. პლატონ იოსელიანი წერს: “ჯერ კიდევ წმინდა დავითის ცხოვრებაში აქა აგეს ეკლესია დავითის მსახურებისათვის. IX საუკუნეში სხვა გაჩნდა, ქვისა, ივერიის ღმრთისმშობლისადმი მიძღვნილი და მონასტრად სახელდებული, ათონელი ბერების გამგებლობაში მყოფი.” 1542 წელს შედგენილი წერილობითი წყაროები გვამცნობს, რომ საქართველოს კათოლიკოსს ბერად შემდგარ დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებისათვის მთაწმინდაზე ღვთისმშობლის ეკლესიის აშენების ნება დაურთავს. 1809 წელს კი გაბაშვილების მიერ აგებული ეკლესია დაანგრიეს და მის ნაშთზე ახალი ააგეს. დღევანდელ ტაძარს საფუძველი 1859 წლის 22 სექტემბერს ჩაეყარა, ეგზარქოსმა ევსევიმ ის მამადავითის სახელზე აკურთხა. ეკლესიის ინტერიერი 1889 წელს მოიხატა. 1891 წელს ეკლესიასთან სამრევლო საქალებო სკოლა დაარსდა. მამადავითის ტაძარში წირვა-ლოცვა მტრის თარეშის დროსაც აღევლინებოდა, მაშინ, როცა ღვთისმსახურება მთელს თბილისში წყდებოდა.
მამა დავითის ეკლესიასთან მდებარეობს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. ტაძართან არსებული ტერასიდან თბილისის შესანიშნავი ხედები იშლება, რაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს ამ ადგილს.
მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიას ქართული ხუროთმოძღვრების ელფერი დაჰკრავს, თუმცა იგი ეკლექტური ნაგებობაა. ეკლესიას ჯვარგუმბათოვანი ფორმა აქვს, თუმცა, ეს სტრუქტურა მხოლოდ გარეგნულია და არ აისახება შიდა სივრცეში, რომელიც ერთიანი და დაუნაწევრებელია. შენობა სადაა, დეკორატიული თაღები მხოლოდ ფასადების გრძივი კედლების ზედა ნაწილებს ამკობს. საკურთხევლის ნახევრადწრიულად შვერილ აფსიდში მრგვალი სარკმელია, რომლის ქვეშაც აგურის წყობაში მოწითალო ქვის მაღალი ჯვარია ჩართული. აფსიდი მთელი მკლავის სიგანეს იკავებს და შორიდანვე იქცევს ყურადღებას. ინტერიერის წაგრძელებულ დასავლეთ მკლავში ხის პატრონიკეა მოწყობილი. ეკლესია ნაგებია აგურით. შესასვლელი ორია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. შენობა მაღალი არქიტექტურული ღირებულებით არ გამოირჩევა. ინტერიერი XIX საუკუნის ბოლოს მოიხატა. მოხატულობაში დიდი ადგილი უჭირავს საქართველოს ეკლესიის წმინდანების გამოსახულებებს. საკურთხევლის ორივე მხარეს ღირსი დავით გარეჯელისა და წმიდა ნიკოლოზის ხატებია მოთავსებული. ეკლესიის სამხრეთით სამიარუსიანი სამლოცველო დგას, რომლის მესამე იარუსზე სამრეკლოა მოწყობილი. ორი იარუსი აგურითაა ნაშენი, მესამე კი ქვისაა და თაღებითაა გახსნილი. ტაძართან მდებარეობს მამა დავით გარეჯელის სენაკი.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა