დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი ოზაანის ამაღლების ტაძარი

ოზაანის ამაღლების ტაძარის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ოზაანის ამაღლების ტაძარი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება, მალევეა მიშენებული დასავლეთისა და სამხრეთის მინაშენები. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. იგი გეგმით ჩახაზული ჯვრის ტიპისაა, რომელიც აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდით (საკურთხევლის, სადიაკვნესი და სამკვეთლოსი) სრულდება. ტაძარს დასავლეთითა და სამხრეთით, ფასადების მთელ სიგრძეზე, კამარაჩამოქცეული მინაშენები ეკვრის, რომლებიც, როგორც ჩანს, ნაწილ-ნაწილ შენდებოდა. საკურთხეველი ნახევარწრიული აფსიდისა და ბემისაგან შედგება. გუმბათი საკურთხევლის კედლების მძლავრ შვერილებსა და მასიურ, კვადრატული გეგმის მქონე, ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა ტრომპების ორი მწკრივით ხორციელდება. გუმბათქვეშა თაღებს ოდნავ ნალისებრი ფორმა აქვს, მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც და ჯვრის მკლავების კამარებიც. საკურთხეველში სამი დიდი ზომის სარკმელია გაჭრილი. მათი თაღები, შიგნიდან ოდნავ ნალისებრია, გარედან კი - ნახევარწრიული. სარკმლების ქვემოთ, კედელში, ამოშენებული ნიშების კვალი იკითხება. თითო დიდი სარკმელია ჯვრის მკლავების ღერძებზეც, რომლებშიც მმრგვალი ღიობების მქონე თაბაშირის ჩარჩოები იყო ჩასმული. ბემის წინ თაბაშირის მოჩუქურთმებული კანკელის ნაშთებია შემორჩენილი. აფსიდისა და ბემის იატაკი რვაწახნაგოვანი შორენკეცებით იყო მოგებული, კუთხეების შესასვსებად გამოყენებულია რომბისებრი და სამკუთხა ფორმის შორენკეცები. ფასადები სადაა, საფასადე სიბრტყე აგურის რეგულარული წყობითაა განსაზღვრული. შესასვლელი სამია - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე მათგანი, როგორც ჩანს, ერთნაირად იყო დეკორირებული. სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს აგურით ნაწყობი, ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი არქივოლტი ამკობს. ნაგებობის კორპუსს გუმბათის მრგვალი, ოდნავ დაბალი, რვა თაღოვანი სარკმლის მქონე ყელი აგვირგვინებს. იგი ნახევარკოლონებზე დაყრდნობილი თაღედითაა მორთული. სარკმლები კედლის სწორკუთხა შეღრმავებულ არეებშია ჩასმული და ლეკალური აგურითაა გამოყვანილი. გუმბათის ყელის საფუძველი ხერხულა წყობით გამოყვანილი სარტყელით არის ხაზგასმული. ინტერიერში შემორჩენილია XI-XIII საუკუნეების მოხატულობის ფრაგმენტები. ოზაანის ფრესკები შესრულებითა და მხატვრული გადაწყვეტით იმავე პერიოდის წამყვან ძეგლებს უტოლდება და ქართული მონუმენტური მხატვრობის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. ეკლესია ნაგებია ქართული აგურით, გუმბათის სახურავი და ფლიგელები ქართული კრამიტით არის გადახურული. გარეთა კუთხეებსა და ფასადებზე, მიწის დონეზე, გამოყენებულია კარგად თლილი ქვები. ნაგებობა თავდაპირველად მოჭიქული, ბრტყელი და ღარიანი კრამიტის კომბინირებული წყობით იყო დახურული.

ტაძარში გამოსახულია სამი ქტიტორი. მათი ვინაობის შესახებ სხვადასხვა ვერსიებია, ერთი ვერსიით აქ გამოსახულნი არიან დავით სოსლანი, თამარ მეფე და ლაშა გიორგი, ამასთანავე ზოგადი ტრადიციიდან გამომდინარე თუ ფრესკაზე თამარ მეფეა გამოსახული დავით სოსლანის ნაცვლად გიორგი მესამე უნდა იყოს გამოსახული. არის კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით აქ ადგილობრივი ფეოდალები შეიძლება იყვნენ გამოსახულნი, კონკრეტულად კი საღირ მახატლისძე ან/და მისი ოჯახის წევრები. ფრესკები ძლიერ დაზიანებულია და დღეს ზუსტად გარჩევა შეუძლებელია.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ოზაანის ამაღლების ტაძარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!