პეტრეს ციხის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

პეტრეს ციხე მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიკანის პირდაპირ, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ კლდოვან მთაზე. ის შუა საუკუნეების ძეგლია.

პეტრეს ციხის ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე. ციხე ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. იგი ლიკანიდან ისტორიულ სოფელ ფაფისა და ნუასაკენ (ახლანდელი ქ. ბორჯომის უბნები) მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას დარაჯობდა.

XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში — საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია. გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხე მრავალჯერ შეუკეთებიათ. ზოგან გამოირჩევა ადრინდელი თარაზული წყობის კედლები. მათი თანადროულია (XI-XII საუკუნეები) ციხის ძირში ყვერბილის ნასოფლარი, ეკლესიითა და სასაფლაოთი.

მდებარეობა
41.824429, 43.366202
მანძილი დედაქალაქიდან
160 კმ
ფეხით გასავლელი მანძილი
2 კმ ერთი გზა
რეკომენდებული დრო
5 საათი

იხილეთ ასევე

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს. მისი საერთო ფარ...

გოგიას ციხე ბორჯომის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ციხეა. იგი განლაგებულია ბორჯომის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და გა...

მწვანე მონასტერი (ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი) ქ. ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრში, სოფ.ჩითახევის მახლობლად, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მ...

საჯომარდო ბანაკი  - ექსტრემალები  გთავაზობთ დასვენებასა და გართობას ბუნებაში. ბანაკში ხელმისაწვდომია შემდეგი აქტივობები:ჰამაკი;მშვილდის სროლა;საცხენოს...

წეროს ტბა - ტბა საქართველოში, რომელიც მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბაძველში, კახისის ტბის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1808 მეტრ სიმაღლეზე...

დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფელ დაბაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. იგი საქართველოში ერთ–ერთი უძველესი და უძლიერესი სალოცავია, რ...

კახისის ტბა მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1752 მ-ზე. კახისის ტბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ...

დემოთის ციხე - ისტორიული ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობს სამცხეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევთან, ფერსათის მთის ძირას, ნაშენი ციცაბო კლ...

უზნარიანის ციხე - X საუკუნის ისტორიული ციხე მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერთან, გუჯარულას ვიწრო, კლდოვან გასასვლელში მდინარის მარცხენ...

დვირის ციხე ბორჯომის რაიონის ისტორიული ძეგლებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. ციხესიმაგრის ნანგრევები მდებარეობს სოფელ დვირის დასავლეთით, მდინარე...

ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი) — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ისტორიული თორის ცენტრში, გვ...

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი — XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტაძარი სოფელ ტიმოთესუბანში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. აგებულ იქნა...

ფოთოლეთის ეკლესია და მონასტერი ერთ-ერთი უძველესია ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სხვა მრავალ ისტორიულ ძეგლს შორის. მისი მონახულების მიზეზი, მხოლოდ მდიდარი ...

ციხისჯვარი - ისტორიული ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე შავწყალას სათავეებთან, სოფელ ციხისჯვარში.ციხისჯვარის ციხისგ...

სად მდებარეობს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი?სათხილამურო კურორტი ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1...

ნეძვის ეროვნული პარკი – აღკვეთილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. შეიქმნა 2007 წელს. ფართობი 8992 ჰა. 2008 წელს რუსული ინტერვენციის შედეგად გაჩენილი ხა...

მდებარეობაახალდაბის ციხე, იგივე თამარის ციხე, მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბის ცენტრში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთის წვერზე. ა...

ახალდაბის ბურჯი - X საუკუნის ხიდის ბურჯი. მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ახალდაბასთან მდინარე მტკვრის ნაპირას....

ახალდაბის კოშკი - რიყის ქვით დუღაბზე ნაგები, შუა საუკუნეების მრგვალი კოშკი. მდებარეობს დაბა ახალდაბაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. შემორჩენილია ოთხი სა...

ბაკურიანი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას, ზღვ...

სად მდებარეობს სათხილამურო კურორტი კოხტა? კოხტა - სათხილამურო კურორტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ბაკურიანის თემში), მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრ...

სად მდებარეობს სათხილამურო კურორტი მიტარბი?მიტარბი - სათხილამურო კურორტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ბაკურიანის თემში). მდებარეობს თრიალეთის ქედის...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე პეტრეს ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!