
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
რაკეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონში მდებარეობს. იგი XI საუკუნით თარიღდება. ლაპიდარული წარწერის მიხედვით ეკლესია აგებულია რაჭის ერისთავის კახაბერის მიერ. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. დარბაზის კამარა პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ეკლესია რესტავრირებულია 1970-იან წლებში, აღდგენილია შესანიშნავი ჩუქურთმებით შემკული კანკელიც, რომლის ჩამოცვენილი ნაწილები ეკლესიაშივეა დაცული. ტაძრის ფასადები უხვადაა შემკული დახვეწილი ჩუქურთმებითა და რელიეფებით. შესასვლელი სამია - სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ეკლესია ნაგებია სუფთად თლილი შირიმის ქვის კვადრებით, კარ-სარკმლისთვის, ლაგვარდნისა და აღმოსავლეთ ფასადის მორთულობისთვის გამოყენებულია მოთეთრო კირქვა.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა