
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ქალაქ თბილისში, ელექსანდრე პუშკინის ქუჩაზე მდებარეობს, პუშკინის სკვერთან. იგი საქართველოში ხელოვნების ნიმუშთა უდიდეს სახელმწიფო საცავ-მუზეუმს წარმოადგენს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. მუზეუმში დაცულია ქართული ხელოვნების ნიმუშები უძველესი დროიდან დღემდე: ქართული ოქრომჭედლობა, ტიხრული მინანქრები, საიუველირო ნაწარმი და მხატვრული ქსოვილები. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერისა და ქანდაკების ნიმუშთა მდიდარი კოლექცია. აქ ნახავთ ქართული კულტურის ისეთ უნიკალურ ნიმუშებს, როგორიცაა: ზარზმის ფერისცვალების ხატი, ბედიის ბარძიმი, ანჩისხატისა და ხახულის კარედები, თამარ მეფის ჯვარი, ლაკლაკიძეების ხატი და სხვა. მუზეუმს აქვს ყოფილი სსრ რესპუბლიკების, დასავლეთ ევროპის ქვეყნების და აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების მნიშვნელოვანი კოლექციები. შენობა, რომელშიც მუზეუმია განთავსებული, 1835 წელს მდიდარმა ვაჭარმა იაკობ ზუბალაშვილმა ააგებინა შვეიცარიელ არქიტექტორს ბერნარდოცის. იგი კლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი. თავიდან აქ სასტუმრო იყო, 1950 წელს კი ხელოვნების მუზეუმმა დაიდო ბინა. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მაღალმხატვრული, უნიკალური ექსპონატებით ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ქართული ხელოვნებისა და უძველესი კულტურის გასაცნობად.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა