
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
შიხილოს ეკლესია, რომელიც თარიღდება XI საუკუნით,მდებარეობს თანამედროვე სოფ. შიხილოსთან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლში.
მდ. ხრამის მარცხენა, შემაღლებულ კლდოვან მასივზე აღმართულია დარბაზული ეკლესია, სამხრეთის მინაშენით. მართკუთხა გეგმის მქონე ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული მოხაზულობის აბსიდით. მასში, სარკმლის ორსავე მხარეს ორი ოთხკუთხა ნიშია მოთავსებული.
შიდა სივრცე განათებულია ოთხივე კედელში გაჭრილი სარკმლებით. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. შიგნიდან ის თაღოვანი, გარედან არქიტრავულია. სამხრეთის არქიტრავული შესასვლელი დარბაზს მინაშენის სივრცესთან აკავშირებს. გრძივ კედლებზე ამოყვანილია ორი წყვილი პილასტრი, რომლის საშუალებით მინაშენის სივრცე სამ ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთ კედელზე პილასტრებს შორის კედლის თაღებია გადაყვანილი. მინაშენის სამივე ნაწილი კამარებითაა გადახურული. კამარა შემაგრებულია საბჯენი თაღებით. მინაშენის შუა ნაწილი მაღალია გვერდითებთან შედარებით. ის ნაწყობია ქვის განივი რიგებით. გვერდითები კი გრძივად. მთავარი კონსტრუქციებისათვის გამოყენებულია ქვის თლილი კვადრები. კამარა ამოყვანილია ყორექვით.
შიდა სივრცის შუა მაღალი ნაწილი კარგადაა გამოვლენილი სამხრეთ ფასადზე, ის მაღალია და ფრონტონითაა დასრულებული. მინაშენი სამხრეთ-დასავლეთიდან ხელოვნურ სუბსტრუქციას ეყრდნობა. აღმოსავლეთით კი კლდოვანი მასივის ქანზე ზის. ფასადები დასრულებულია თარო-ლავგარდნით.
ეკლესიის მშენებლობის რამოდენიმე პერიოდი განირჩევა. ერთი - ეკლესიის აგების თავდაპირველი წყობის ფრაგმენტები, შემდეგ მინაშენის აგების პერიოდი და გვიანფეოდალური შეკეთება-რემონტის კვალი. უკანასკნელად გამოყენებულია ყორექვა და უხეში ნალესობა. ამავე დროს უნდა მიეკუთვნებოდეს ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარი, რომელიც მოგვიანებით ამოაშენეს. ეკლესიის ჩრდილოეთით იკითხება მინაშენის აღმოსავლეთი კედლის კვალი. ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა