
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ტაბაკინის მონასტერი იმერეთის მხარეში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში მდებარეობს. იგი VII-VIII საუკუნეებით თარიღდება. მონასტერს ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. აქ შუასაუკუნეებში სამონასტრო ცხოვრება განვითარებული იყო და 70 ბერი მოღვაწეობდა. კომუნიზმის პერიოდში მონასტერში სიცოცხლე ჩაკვდა, თუმცა XX საუკუნის ბოლოს, 1992 წლიდან იგი კვლავ აღორძინდა. ტაბაკინის ტაძარი გამოირჩევა გამოირჩევა არქიტექტურითა და XVI საუკუნის მოხატულობით. ეკლესია ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს კრიპტითა და მინაშენით, რომელსაც XI და XVI საუკუნეების აღდგენის კვალი ემჩნევა. ჩრდილოეთის ნავი მთავარ ნავს მასიურ ოთკუთხა ბოძზე დაყრდნობილი განიერი ორთაღედით უკავშირდება. ნავის აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდიანი სათავსია, ხოლო სამხრეთით მდებარე სტოა დამოუკიდებელ სათავსს წარმოადგენს. სტოის სამხრეთ ფასადი ორ მონუმენტურ მრგვალ სვეტზე გადასული თაღებითაა გაფორმებული, დასავლეთის კედელი კი ფართო თაღითაა გახსნილი. XVI საუკუნის 20-იან წლებში დანგრეული მონასტერი განაახლა და ტაძარი მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა გერასიმე ჩხეტიძემ. ეკლესიაში შემონახულია ქტიტორის - იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის გამოსახულება.


ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა