დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
თმოგვის ციხე თმოგვის ციხე fortress Tmogvi თმოგვის ციხე fortress Tmogvi თმოგვის ციხე fortress Tmogvi თმოგვის ციხე თმოგვის ციხე თმოგვის ციხე თმოგვის ციხე თმოგვის ციხე თმოგვის ციხე თმოგვის ციხე თმოგვის ციხე თმოგვის ციხე

თმოგვის ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თმოგვის ციხე-ქალაქი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში კერძოდ ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელი თმოგვის მახლობლად მტკვირს მარცხენა ნაპირზე.


ისტორია

პირველი ისტორიული ცნობების თმოგვის შესახებ X საუკუნეში გვხვდება. იგი აკონტროლებდა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემომავალ გზას. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. 1073 წლიდან დიდებული ნიანია ქუაბულისძე და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად - მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები - თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები. 1578 თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში - ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828 - 1829 ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.


არქიტექტურა

თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. თმოგვის ციხის მნიშვნელობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით. გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.


თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

რა სიმაღლეზე დგას თმოგვის ციხე და როგორ შეგვიძლია მივაგნოთ მას?

2 შეფასება
5
I FLY IN THE SKY

https://youtu.be/uGzdMz9_eiQ - beautiful video of the fortress shot from a drone

მე საიდანაც ვარ, დიდ შეფასებას ვაკეთებ, სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობები ძალიან ლამაზია და ვაკეთებ კარგ შეფასებას.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თმოგვის ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!