
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ზირბითის ღვთისმშობლის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზირბითში მდებარეობს. იგი VIII-X საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს სამხრეთის მინაშენით. ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც სწორკუთხედშია ჩაწერილი. აფსიდი დარბაზისგან კაპიტელებით დასრულებული მხრებითაა გამოყოფილი. კაპიტელები ორნამენტირებულია და მათ კონქის საბჯენი ნახევარწრიული თაღი გადადიოდა. დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში მაღალი და ფართო თაღოვანი ღიობია, რომელიც სავარაუდოდ კარი უნდა ყოფილიყო. გრძივი კედლების შუაში კამარის საბჯენი შეკიდული თარის დასაყრდენი კრონშტეინებია ჩასმული. სამხრეთის მინაშენი ორმალიანი თაღით გახსნილი გალერეა ყოფილა. თაღების საბჯენი სვეტის თავი ერთიან ქვაშია გამოკვეთილი და რელიეფითაა შემკული. მინაშენის კამაროვანი გადახურვა სამხრეთის კედლის შვერილს ებჯინებოდა. აფსიდში ფართო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომელიც რელიეფური თავსართითაა შემკული. თავსართზე გოლგოთის სამი ჯვარია გამოსახული. ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, იგი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი - თაღოვანი. კარის არქიტრავზე კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია გამოსახული, რომლის მარცხნივ მხედრის გამოსახულებაა. ნაგებობა სხვადასხვა სახის რელიეფით ყოფილა შემკული. კედელში უნდა ყოფილიყო ჩართული ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობლის რელიეფური გამოსახულებაც. ეკლესია ნაგებია ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადების ნაწილი კარგად გათლილი კვადრებით იყო მოპირკეთებული.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა