
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
დიდუბის პანთეონი ქალაქ თბილისში, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარეობს. იგი გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა დაკრძალვის ადგილს წარმოადგენს. აქ არიან დაკრძალული ისეთი ცნობილი მოღვაწეები, როგორიცაა: აკაკი ბაქრაძე, შალვა ამირანაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ტერენტი გრანელი, რევაზ ინანიშვილი, ლადო ასათიანი, პაოლო იაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი და მრავალი სხვა. თავდაპირველად დიდუბის ღვთისმშობლის ახლადაღდგენილ ეკლესიასთან მოკრძალებული სასაფლაო არსებობსა, რომელიც სხვა სასაფლაოებისაგან არაფრით გამოირჩეოდა. 1893 წლის აპრილში ქალაქ განჯიდან გადმოასვენეს და დიდუბის ეკლესიასთან დაკრძალეს დიდი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი. დიდუბის სასაფლაოს პანთეონად გადაკეთება 1893 წლის 22 დეკემბერს, გამოჩენილი ქართველი პროზაიკოსის ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალებამ დააჩქარა, რომელიც მშობლიურ სტეფანწმინდის მიწას მიაბარეს. 1916 წლის 21 მარტს ქართულ და რუსულ ენაზე დაიბჭდა „მოწოდება“, სადაც საზოგადოებას მოუწოდებდნენ შემოეწირათ თანხები დიდუბის პანთეონის მიწის შესასყიდლად და კეთლმოსაწყობად. კომუნისტურ პერიოდში ვითარება შეიცვალა, ქალაქის საბჭომ 1938 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით საერთოდ გააუქმა დიდუბის პანთეონი. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების დიდი პროტესტი მოჰყვა, დიდუბის პანთეონის არსებობის აუცილებლობა კატეგორიული ფორმით მოითხოვეს აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა, შალვა დადიანმა, გიორგი ლეონიძემ და სხვებმა. ქალაქის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გადაწყვეტილება გაეუქმებინა და პანთეონი გადარჩა განადგურებას. 1946 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დიდუბის პანთეონს მიემატა 750 კვადრატული მეტრის მიწის ფართობი და დაიწყო მისი კეთილმოწყობა. დიდუბის პანთეონი დღემდე ფუნქციონირებს და აქ განისვენებენ ადამიანები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურისა თუ მეცნიერების განვითარებაში.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა