დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
დოლმენი აფხაზეთიდან დოლმენი აფხაზეთიდან დოლმენი აფხაზეთიდან

დოლმენი აფხაზეთიდანს შესახებ

აფხაზეთის დოლმენები — ბრინჯაოს ხანის მეგალითური სამარხი ნაგებობანი აფხაზეთის ტერიტორიაზე (სოფლები - ეშერა, აზანთა, ოთხარა, აჭანდარა, გორანა, ყულანურხვა, შრომა; დოუს უღელტეხილი, მდ. ფსოუს ხეობა და სხვა). არქეოლოგიურად ყველაზე უკეთ შესწავლილია ეშერის დოლმენები. აფხაზეთის დოლმენები აგებულია ოთხ-ოთხი ვერტიკალურად დაყენებული მასიური ბრტყელი ქვისაგან და ასეთივე ქვითაა გადახურილი (ცალკეული ქვების წონა 50 ტ აღემატება). ზოგ დოლმენს იატაკადაც ქვის ფილა აქვს. აფხაზეთის დოლმენების გეგმა ტრაპეციის ფორმისაა. წინა ფართო კედელში, რომელიც უპირატესად მიქცეულია სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით, გამოჭრილია 0,4 მ დიამეტრის მრგვალი ხვრელი. ხვრელი ქვის საცობით იხურებოდა. გვერდით კედლებსა და იატაკის ქვებზე სიმკვრივისათვის ხშირად ნარიბანდებია ამოკვეთილი, კედლების გასწვრივ გარედან კი დიდი ქვებია შემოწყობილი.

აფხაზეთის დოლმენები საგვარეულო სამარხები უნდა ყოფილიყო. დაკრძალვის წესის ზუსტად დადგენა არ ხერხდება - მიცვალებულთა ძვლები უწესრიგოდაა მიმოფანტული ან კუთხეებში მიყრილი. აფხაზეთის უძველესი დოლმენები ადრეული ბრინჯაოს ხანისაა. მათი მშენებლობა ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარში დაიწყო. ამ ხანის აფხაზეთის დოლმენები მომცრო და ტლანქად ნაგებია. მათში აღმოჩენილია ბრინჯაოს ყუადაქანებული ცულები, კავები, ფოთლის მოყვანილობის შუბისა და სატევრის პირები, საკინძები, თიხის ჭურჭელი და სხვა. შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი) დოლმენები უფრო მოზრდილი და უკეთ ნაგებია. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები და მათი მინიატურული მოდელები, ფოთლისებრი სატევრები, ცხვრის თავის გამოსახულებებით შემკული ცულის ყუის დამატებითი მასრები, "რქიანი" ჩიტების გვერდგახეხვრეტილი ქანდაკებები, მძივები, თიხის ჭურჭელი და სხვა.

აფხაზეთის დოლმენებს დასაკრძალავად უფრო გვიანაც იყენებდნენ. ზოგიერთ დოლმენში აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოსა და მისი მომდევნო ხანის ნაკეთობანიც.

ეშერის დოლმენების ქვედა ფენა ო. ჯაფარიძემ ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრით ანუ შუა ბრინჯაოს ხანის დასასრულით დაათარიღა, ამავე პერიოდისაა აზანთისა და სულის დოლმენები. ა. სოლოვიოვმა ეშერის № 1 დოლმენი დაათარიღა ძვ. წ. I ათასწლეულის შუა პერიოდით. ოთხარის დოლმენები ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრით თარიღდება.

დღეს ეშერიდან წამოღებული დოლმენი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზემშია დაცული

თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე დოლმენი აფხაზეთიდან

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!