
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
დრანდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აფხაზეთში, გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ დრანდაში მდებარეობს. იგი VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია აგურითა და რიყის ქვით ნაგებ ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც გეგმით ახლოს დგას მცხეთის ჯვართან. ტაძრის ხუროთმოძღვრულ გადაწყვეტაში შეინიშნება ბიზანტიური და ქართული მხატვრული მისწრაფებების შერწყმა და იგი ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო და საყურადღებო ნიმუშია. დრანდის ტაძარი X-XVII საუკუნეებში საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული და გარკვეულწილად დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. 1637 წლის 18 მაისს ის ოსმალების საზღვაო დესანტმა დაარბია. 1681 წელს აფხაზების მიერ ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის დაპყრობის შემდეგ, დრანდის საეპისკოპოსო გაუქმდა და ამ დროიდან დრანდის ტაძარი დიდხანს იყო მიტოვებული. 1871 წელს, იმერეთის ეპისკოპოსის - გაბრიელ ქიქოძის მონდომებით, ეკლესია აღადგინეს და ღვთისმსახურებაც განახლდა. რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულმა აფხაზებმა ტაძარი დაარბიეს. 1860 წელს, როცა დიმიტრი ბაქრაძემ ძეგლი მოინახულა, ფრესკების ნაწილი ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი, თუმცა დარბევისას ხანძარმა სახურავის ნაწილი და XIII-XIV საუკუნეების ფრესკები გაანადგურა. 1880 წელს ათონის მთის ივირიის მონასტრის რუსმა ბერებმა მოდესტმა და ვარლაამმა რუსეთის მთავრობას დრანდის მონასტრის დაფუძნების ნებართვა სთხოვეს, სინოდმა თხოვნა დააკმაყოფილა. 1886 წელს ტაძარი კვლავ აღადგინეს და აქ რუსული მონასტერი დააარსეს. რუსი ბერების მიერ ჩატარებული რესტავრაციისას ტაძარი მოაბათქაშეს, შეათეთრეს, კედლები და თაღები გადააკეთეს და ნაგებობამ თავდაპირველი სახე დაკარგა. ამავე დროს ფრესკული მხატვრობის შემორჩენილი ნაშთებიც განადგურდა. 1891 წლიდან მონასტრის წინამძღვრები სოხუმის ეპისკოპოსები იყვნენ. სოხუმის ეპისკოპოსმა კირიონმა დრანდის მონასტრის წიგნსაცავში ექვს წიგნად აკინძული ქართული ხელნაწერები აღმოაჩინა, რომლებიც მონასტრის გარდაცვლილი მღვდელმონაზვნის კალისტრატეს (ჩიჩუა) საკუთრება ყოფილა. XX საუკუნის დასაწყისში ტაძარი კვლავ გადააკეთეს, გუმბათს რუსული ძეგლებისთვის სახასიათო გადახურვა გაუკეთეს, ფასადები ნალესობით გამოყვანილი დეკორით დაამახინჯეს. 1924 წელს დრანდის მონასტერი დაიხურა საბჭოთა ხელისუფლების მიერ, სამონასტრო შენობებში საპყრობილე, გულრიფშის რაიონის ადმინისტრაცია და სკოლა-ინტერნატი განათავსეს. 1978 წელს არქიტექტორ-რესტავრატორ ვ. ცინცაძის ხელმძღვანელობით მოხდა ხუროთმოძღვრული ძეგლის გაწმენდა და გამოკვლევა–შესწავლა, ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და მან შეძლებისდაგვარად დაიბრუნა თავდაპირველი სახე. აფხაზეთის ტერიტორია დღესდღეობით ოკუპირებულია და ვერ ხერხდება ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და სათანადო სამუშაოების განხორციელება. ოკუპაციის შემდეგ ქართული კვალის წასაშლელად ეკლესია მთლიანად თეთრად გადაღებეს, ჩააყენეს ათამდე ვერცხლისფრად შეღებილი კარ-ფანჯარა, რის გამოც გახვრიტეს ეკლესიის კედლები, ასევე ტაძრის გარშემო მთლიანად მოხსნეს მიწის ფენა, ისე რომ არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა. რეკონსტრუქციას ემსხევპლა უნიკალური, VII საუკუნით დათარიღებული სანათლავი ემბაზი.


ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა