დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

company-940-x-788-3-1
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
for-contributors
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
for-guides
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
5

ერთ დღიანი ტური ზამთრის ყაზბეგში

ერთ დღიანი ტური ზამთრის ყაზბეგშის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თუ გსურს მოინახულო ქართული სამოთხე- სტეფანწმინდა ,ყაზბეგი-ხევი და ზამთრის ულამაზესი არაგვის ხეობა🍂🍁🍂🍁🍂

მაშინ, ეს ტური შენთვისაა !

კომპანია "GTG TOUR" გთავაზობთ დაუვიწყარ 1 დღიან ტურს ყაზბეგში. დაჯავშნე ახლავე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!

ტური იწყება თბილისში, მოვინახულებთ ანანურის სამონასტრო კომპლექსს, ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. შემდეგ გავემართები გუდაურის პანორამული გადასახედისკენ, მონუმენტი საინტერესოა თავისი ფორმებით: მონოტონური თაღედი ჰარმონიას ქმნის მთების ფორმებთან, ხოლო ფერადი მოზაიკა, რომელზეც ცნობილმა მხატვარ-დიზაინერმა ნოდარ მალაზონიამ იმუშავა, აბსოლიტურ კონტრასტშია გარემოსთან და ყურადღებას პირველივე ნახვიდან იპყრობს.

შემდეგი და მთავარი სანახაობა არის გერგეტის სამება, იგი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს საქართველოში. გერგეტის სამების ეკლესია თავისი ისტორიითა და მდებარეობით წარმოადგენს საქართველოს სახეს - ულამაზეს ბუნებაში ჩაფლულ ქრისტიანულ კუნძულს.

ტურს ვასრულებთ დარიალის სამონასტრო კომპლექსით, მონასტრის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო პატრიარქის ინიციატივით, 2011 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი აკურთხა.


უსაფრთხოება :

ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული მიკროავტობუსით და გამოცდილი მძღოლით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვამთ, არ ვცეკვავთ მოძრავ ტრანსპორტში და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.


რა უნდა გაითვალისწინოთ :

ჩაიცვით სპორტული/მოსახერხებელი სამოსი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი და თბილი ტანსაცმელი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული და დაბალი ფეხსაცმელი, რათა გერგეტზე ასვლა არ გაგიჭირდეთ..


სირთულე :

ტური არის საშუალო სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. .ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 7 კმ.


გეგმა:

01

დღის განრიგი:

თბილისიდან გავალთ დილის 7 საათზე, ტურს ვიწყებთ ანანურის სამონასტრო კომპლექსით, შემდეგი ობიექტი არის გუდაურის პანორამული გადასახედი,შემდეგ სტეფანწმინდიდან გერგეტზე გავემართებით ფეხით, ვინც ფეხით ასვლას ვერ შეძლებს, შეუძლია იქირაოს ჯიპები. მოვილოცავთ გერგეტის სამებას და გავემართებით დარიალის მამათა მონასტერში, რომელიც მთავარანგელოზთა სახელობისაა. თბილისში დავბრუნდებით 20 :00 საათზე.

ტრანსპორტი:

ტურის განმავლობაში ვიმგზავრებთ კომფორტული მიკროავტობუსით.

თეგები: #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე ტურები

595412235, 599410835
toduamari03@gmail.com
რეკომენდებული დრო: 1 დღე
ჯამური მანძილი: 7 კმ
სირთულე: საშუალო
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა
გასათვალისწინებელი პირობები:

❌არ ვყრით ნაგავს
❌არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სალაშქრო სვლის დროს
❌ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
❌არ ვბილწვსიტყვაობთ
❌აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

AREA_018
კოტეჯი
ყაზბეგი კაბინსი

დისტანციურ მუშაობაზე გადახვედი და სახლიდან მუშაობა აღარ გინდა? ლამაზი ხედების ფონზე უფრო პროდუქტიული...

კაცზე 420.00 ₾

დაჯავშნა
9
სათხილამურო კურორტი · სათავგადასავლო ტურები
გუდაურის სეზონის გახსნა

ტური მათთვის, ვისაც მოგენატრათ მთის ზაგარი, თოვლი, თვალისმომჭრელი სითეთრე, ულამაზესი ფოტოსესია, ცხელ...

კაცზე 15.00 ₾

დაჯავშნა
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ერთ დღიანი ტური ზამთრის ყაზბეგში

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!