
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ფურტიოს ხიდი — შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭარისწყალზე, სოფლების, ზამლეთისა და ფურტიოს შორის, ოშოშმანად წოდებულ ადგილში.
ხიდს ჩვენამდე საკმაო დაზიანებით მოუღწევია — მონგრეულია მისასვლელები. მარცხენა მისასვლელი 5 მ-ის სიგრძისა უნდა ყოფილიყო, ხოლო მარჯვენა — 6 მ-ის. დღემდე შერჩენილი ხიდის ძირითადი ნაწილის სიგრძეა 13,5 მ, სიგანე ცვალებადია: ნაპირებზე 2,33 მეტრია, ხოლო თავბანდთან 2,20 მ, მალი 9,80 მ-ია, ისარი — 4,40 მ.
ბურჯის სიმაღლეა 3 მ, სიგანე — 2,45 მ. ხიდს ორივე მხარეზე აქვს ორ-ორი ფოსო (35Х30 სმ). ხიდი ნაგებია ფლეთილი ქვებით. მას არ ემჩნევა არც მოაჯირი და არც ლავგარდანი. ეს კომპონენტები არც მახუნცეთის ხიდში არ შეინიშნება, რის გამოც აღნიშნული ორი ხიდი ერთმანეთს ძლიერ წააგავს. ფურტიოს ხიდი განსხვავდება მხოლოდ ფოსოებით რომელიც ამ უკანასკნელს არ გააჩნია. როგორც ჩანს ამისი საჭიროება არც ყოფილა, რადგანაც ხიდი მეტად შევიწროებულ ადგილასაა აგებული და მალი ერთობ მოკლეა.
დღესდღეობით ხიდი აღდგენილია. ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა