
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
განძანის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძანში მდებარეობს.
ეკლესია ნაგებია დამუშავებული ყვითელი და წითელი ქვის კვადრებით. გადახურულია თუნუქით. დარბაზული ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი არქიტრავითაა დასრულებული, რომელზეც წნული ლილვებით ტიმპანის იმიტაციაა შექმნილი. აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია. ეკლესიას ჩრდილოეთიდან ეკვდერი აქვს მიშენებული, რომელიც ეკლესიას კარით უკავშირდებოდა (ამჟამად კარი ამოქოლილია. წარსულში აქ მონოფიზიტური წესისამებრ ემბაზი იყო ჩადგმული). ეკვდერს შესასვლელი დასავლეთდან ქონია, ამჟამად ამოქოლილია. ტაძარს დასავლეთ და სამხრეთ კედელზე ასომთავრული წარწერები აქვს. დასავლეთ ფასადზე: „ქრისტე ღმერთო, ადიდე ორთავე შინა ცხორებათა მეჭურჭლეთუხუცესი შალვა, ძითა, ძმითა. მათითა ცოცხალთა ვაშენეთ წმიდაი ესე საყდარი ჩუენ, ქებასა და ნიკოლას ძეთა“. სამხრეთის ფასადზე: „ქრისტე ღმერთო, ადიდე ორთავე შინა ცხორებათა, ძლიერი და უძლეველი ყოველთა მტერთაგან, მეჭურჭლეთუხუცესი შალვა, რომელმან ძალითა ღმრთისაითა და მკლავითა თავისითა შეაძრწუნვა ყოველი სოფელი სპარსეთისაი“.
სოფელში არსებულ განძანის ორი ეკლესიის წარწერით ხერხდება ეკლესიების დათარიღება როგორც ზემოთა და ქვემოთა უბნისა. კერძოდ წარწერებში მოხსენეიებული მეფე გიორგი, გიორგი ბრწყინვალეა, ხოლო შალვა- ბექა ჯაყელის ძე. ზედა ეკლესიის აგების დროს კი შალვა მეჭურჭლეთუხუცესი ყოფილა, ხოლო ქვედა ეკლესიის აგების დროს მანდატუხუცესი. ჯაყელებს განძანიც ეკუთვნოდათ ჯავახეთში.
ქართული ეკლესიის გვერდით არის 1858 წელს აშენებული წმინდა კარაპეტის სახელობისა სომხური ეკლესია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა