დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გეთსამანია გეთსამანია გეთსამანია გეთსამანია გეთსამანია გეთსამანია გეთსამანია გეთსამანია გეთსამანია გეთსამანია

გეთსამანიის შესახებ

გეთსამანია მდებარეობს მცხეთის დასავლეთ ნაწილში. თბილისი-მცხეთის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, აღმაშენებლის ქუჩის პირა შემაღლებაზე, სვეტიცხოვლის ტაძრის დასავლეთით 800 მეტრის მანძილზე. აქვე მტკვრის მარცხენა ნაპირზე ხიდთან გამართული იყო ისტორიული მცხეთის დასავლეთი კარიბჭე.

ქართლის მოქცევის ქრონიკის თანახმად ხიდის მიმდებარე ქალაქის ამ ნაწილს მოგვთა უბანს უწოდებდნენ. უბანში ებრაელებიც ცხოვრობდნენ. აქვე ყოფილა მცხეთელი ელიოზის სახლი, რომელსაც ქრისტეს კვართი ჩამოუტანია იერუსალიმიდან. მცხეთაში საყოველთაო ნათლობის წინ, წმიდა ნინოს, ჯვარი აღუმართავს ებრაელთა მცირე ბაგინზე და ეს ტაძარი სწორედ ამ ჯვრის სახელს ატარებს.

დღეს ამ ეკლესიას „გეთსიმანიას“ უწოდებენ, თუმცა ეს სახელი ახალი შერქმეულია, რადგან იგი არც ერთ ისტორიულ წყაროში და არც გვიანი დროის მოგზაურთა ჩანაწერებში არ გვხვდება და მას ყველანი „ჯვრისუბნის ეკლესიად“ ან „მოგვთა უბნის“ ეკლესიად იხსენიებენ.

შემორჩენილი იყო მხოლოდ აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდი (სიღრმე 1,85 მ, კედლის სისქე 0,65 მ). 2004 წლის რესტავრაციის დროს ნაგებობა სრულად აღდგა. ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები და დადგინდა ეკლესიის თავდაპირველი გეგმა. მას ჰქონდა ადრექრისტიანული ხანისთვის დამახასიათებელი ნალისებური ფორმის საკურთხევლის აფსიდი და აღმოსავლეთი სარკმლის თაღი. რესტავრაციის დროს აღდგა თითქმის მთელი სიმაღლით გადაქცეული დასავლეთი კედელი, რომელიც გამოვლინდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად. გამოყენებული იქნა ასევე იქვე გამოვლენილი ქვიშაქვის სხვა თლილი კვადრებიც, რითიც ნაგები იყო ეკლესია, თუმცა კედლების ძირითადი ნაწილი ხელახლა აშენდა მსგავსი ფორმისა და ჯიშის ქვით. აფსიდის ღერძზე ერთი ფართო სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით ოთხკუთხა ნიშია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ქვეშ გამოვლინდა უფრო ადრინდელი ნაგებობის მართკუთხა საფუძველი. გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს წინაქრისტიანულ ნაგებობის ნაშთი „ბაგინი ჰურიათა“ ყოფილიყო, რომელზეც დააფუძნეს ადრექრისტიანული ეკლესია. გამოვლინდა აგრეთვე, ადრეული სირიული ეკლესიებისათვის დამახასიათებელი კანკელის პროფილირებული ფილები. იქვე გაითხარა IV_V საუკუნის რამდენიმე სამარხი, ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი ინვენტარით. ყოველივე ეს ეკლესიის ადრეულობაზე მეტყველებს და მას მცხეთის ადრექრისტიანულ ტაძართა რიგში აყენებს.

ეკლესიის ირგვლივ XVIII-XIX საუკუნეების საფლავის ქვებია.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე გეთსამანია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!