
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გოხნარის ლიპარიტ ორბელიანის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოხნართან მდებარეობს. იგი XI საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. იგი რაბაზულ ნაგებობას წარმოადგენს სამხრეთის მინაშენით, რომელიც ეკლესიის სამხრეთ კედელს მთელ სიგრძეზე ეკვრის. მინაშენი ამჟამად დანგრეულია. დარმაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ეკლესია გადახურულია ცილინტრული კამარით, რომელიც პილასტრებზე დაყრდნობილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. შიდა სივრცე ვიწროა და აზიდული. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე ოთხი, დენადი ფორმის კრონშტეინია შემორჩენილი, რომლებზედაც მინაშენის ცილინდრული კამარა გადადიოდა. ეკლესია აგებულია ბაზალტის კარგად თლილი დიდი კვადრებით. ინტერიერში აქა-იქ შერჩენილია ნალესობის კვალი და მოხატულობის ნიშნები. შესასვლელი ერთია - სამხრეთით. კარის ბალავრის ქვაზე ამოკვეთილ სამშენებლო ასომთავრულ წარწერაში მოიხსენიება ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავი ორბელიანი და მისი შვილები რატი და იოანე. ეკლესია გარშემოვლებული იყო გალავნით, მისი ნანგრევები ჩანს სამხრეთ-დასავლეთით. ტაძრის მახლობლად ჩანს ნასახლარის ნაშთები.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა