
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ილორის წმ. გიორგის ეკლესია აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ილორში მდებარეობს. იგი XI საუკუნით თარიღდება. ტაძარი დარბაზული ნაგებობაა სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა პერიოდის მინაშენებით. ილორის ეკლესია მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია XI საუკუნის ხუთი წარწერიანი ქვა. XVII საუკუნეში ტაძარი ლევან II დადიანმა შეაკეთა. 1730 წელს იგი ოდიშის სამთავროში შემოჭრილმა თურქთა ლაშქარმა გადაწვა, ხანძრის დროს ტაძრის მოხატულობა განადგურდა. ეკლესია ოდიშის მთავრებმა მალევე აღადგინეს. XVIII საუკუნეში იმერეთის მეფეებმა ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, დავით II-მ და სოლომონ II-მ ილორის ეკლესიას ყმები და მამულები შესწირეს. აფხაზეთის ტერიტორია დღესდღეობით ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც მისი შესწავლა და სათანადო სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება. ცნობილი გახდა, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად აღმოსავლეთ ფასადი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად გადალესეს, გარე ფასადი მთლიანად, შიდა კედლები კი ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს. მათ ასევე ეკლესიის გარე ფასადზე კონდიციონერების თანამედროვე სისტემა დაამონტაჟეს. ილორის წმ. გიორგის ეკლესია ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელშიც ასახულია ამ პერიოდის მხატვრული მისწრაფებები და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებასა და დაცვას.


ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა