
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი გამოირჩევა გასართობი ზონების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. აქ შეხვდებით ბავშვთა ატრაქციონებით სავსე მთელ სართულს, თუმცა არც უფროსები დარჩებიან მოწყენილნი, ბოულინგისა და ბილიარდის დარბაზები მათაც გაახალისებს.
კავეას კინოთეატრთა ქსელს ისთ ფოინთში სიდიდითა და ტექნიკური უზრუნველყოფით გამორჩეული ფილიალი აქვს. ყველაზე ხარისხიანი ხმის სისტემა და უზარმაზარი 3D მონიტორი ერთიანდება IMAX დარბაზში, რაც აუცილებლად თავად უნდა გამოსცადოთ!
მრავალშენობიაბ სავაჭრო კომპლექსში წარმოდგენილია აქსესუარების, ყველა ტიპის სამოსისა და ტექნიკის ბრენდები. ამავე სივრცეშია ჰიპერმარკეტ კარფურის ქსელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალი და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო მასალების ფართომასშტაბიანი დისტრიბუტორი კომპანია დომინო.
კვების ობიექტთა შორის შეხვდებით როგორც სწრაფი კვების დაწესებულებებს, ასევე რესტორანსა და ჯანსაღი კვების პრომოუტერ კომპანიებს. სავაჭრო და გასართობ ქალაქში არის მაკდონალდსი, ვენდი, თუმცა ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნების მსურველებიც არ დარჩებიან გაწბილებულნი, მათ რესტორანი ტაბლა მიიპატიჟებს.
ისთ ფოინთი ქალაქის უკიდურეს აღმოსავლეთშია, თუმცა ტრანსპორტი, რომლითაც იქ მისვლას შეძლებთ საკმაოდ მრავალფეროვანია. თბილისის სხვადასხვა უბნიდან სამარშუტო ტაქსითა და ტაქსით, მეტროსა და ავტობუსის კომბინაციით ადვილად მოხვდებით სავაჭრო და გასართობ ქალაქში. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის საფასური თითო მგზავრობაზე 1 ლარს არ აღემატება. ქალაქის ცენტრიდან ტაქსის მომსახურება საშუალოდ 10 ლარი ღირს, გარეუბნებიდან 15.
საკუთარი ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში პარკინგზე დარდი არ მოგიწევთ. ისთ ფოინთს რამდენიმე საკმაოდ დიდი უფასო ავტოსადგომი აქვს. აქ ასევე შეხვდებით ელექტრო ავტომობილების დასატენ მოწყობილობასაც.
სავაჭრო და გასართობი ქალაქი ისთ ფოინთის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ny.eastpoint.ge/
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, მაინტერესებს ისთ ფოინთში, კარფურთან რომელი ნომერი ტრანსპორტი მიდის (მარშუტკა, ავტობუსი) ?
მოგესალმებით, ისთ ფოინთში კარფურთან შეგიძლიათ მიხვიდეთ შემდეგი მარშუტკებით: 119, 176, 89, ასევე მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან მარშუტკა 224; ზემო სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან კი შეგიძლიათ იმგზავროთ 189 ნომერი მარშუტკით.
ასევე დეტალურად ტრანსპორტის მოძრაობას შეგიძლიათ გაეცნოთ ისთ ფოინთის ვებ გვერდზე: http://eastpoint.ge/home/ge/find-us