
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სიონის წყალსაცავის ბაზილიკური ტიპის ადრეფეოდალური ტაძარი, მდებარეობდა უჯარმის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, იქ სადაც ახლა სიონის წყალსაცავია. აღნიშნული ძეგლი 1948 წელში იქნა აღმოაჩენილი, რომელიც შემდგომ 1951 წლის ივლისში გაითხარა. მოგვიანებით კი გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ მოხდა მისი გადმოტანა.
ძეგლი წარმოადგენს საკმაოდ დიდი ზომის ბაზილიკური ტიპის შენობას. ბაზილიკის სამივე ნავს საერთო, ორკალათიანი კრამიტით დახურული სახურავი ჰქონია. მზრუნველობით დამუშავებული და შემკული შიდა სივრცე ხალისიანი და მიმზიდველია. კამარათა საბჯენი თაღები ეყრდნობა მონოლითურ მრგვალ სვეტებს, რომლებიც ანაწევრებენ შიდა სივრცეს. ყველა თაღი და შესასვლელი ნალისებური მოხაზულობისაა. განსაკუთრებით საზეიმო იერს ატარებს საკურთხეველის კონქის მკაფიოდ გამოყვანილი ნალისებური თაღი. ტაძარი იშვიათი სიუხვითაა მორთული: გეომეტრიული და მცენარული ჩუქურთმით შემკულია სვეტების თავების ყველა მხარე; თაღის იმპოსტზე გამოსახულია სხვადასხვა ცხოველები და მცენარეები; შესასვლელთა არქიტრავებსა და საპირეებზე ორიგინალური ჩუქურთმოვანი კომპოზიციებია, მშვენივრად შესრულებული ვაზის ფოთლებითა და მტევნებით.
შენობის კონსტრუქციული და სამშენებლო ხერხები და დეკორატიული მორთულობა საზღვრავს ძეგლის აშენების თარიღს, რომლის მიხედვით იგი ფეოდალური პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ადრეული ძეგლს წარმოადგენს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა