დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ჯომარდობა ქუთაისში

IMG_1942 IMG_1984 IMG_2333 IMG_1944 IMG_2033

ჯომარდობა ქუთაისშის შესახებ

კომპანია „ჯომარდობა ქუთაისში“ სპეციალიზირებულია ექსტრემალურ ტურებზე, როგორიცაა ჯომარდობა, კაიაკინგი, ლაშქრობები, კანიონინგი, საცხენოსნო ტურები და სათავგადასავლო ექსპედიციები.

ჯომარდობის ტურებს ძირითადად ვაწყობთ მდინარე რიონზე და ცხენისწყალზე, იმერეთში და რაჭა–ლეჩხუმის რეგიონში. ეს ორი მდინარე ქმნის ულამაზეს ხეობებს და საუკეთესო საჯომარდო მონაკვეთებს. თუ გინდა შეიგრძნო ჯომარდობის ნამდვილი ემოცია, აუცილებლად უნდა ესტუმრო ჩვენს ბანაკს.

ვაწყობთ, როგორც ერთდღიან, ისე მრავალდღიან ტურებს საქართველოს მაშტაბით.


კომპანიის ბიზნეს წარმატება ეფუძვნება კმაყოფილი მომხმარებლების რეკომენდაციებს. ჩვენთვის უმთავრესია სტუმარს შევუქმნათ უსაფრთხო და მეგობრული გარემო. ჩვენი კომპანიის ყველა ინსტრუქტორი ყოველწლიურად გადის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, რომელსაც ორგანიზებას უწევს საერთაშორისო ორგანიზაცია IRF. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გადაეცათ ჯომარდობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გაცემული მესამე დონის და ტრიპ ლიდერის სერთიფიკატები. ასევე, ყველა ინსტრუქტორს გავლილი აქვს პირველადი დახმარების კურსი.

ტურის განმავლობაში თქვენ აღჭურვილი იქნებით ყველა საჭირო ინვენტარით – ჰიდრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სამაშველო ჟილეტი, ჩაფხუტი და ნიჩაბი. ასევე, ყველა ნავს ემსახურება პროფესიონალი რაფტინგ ინსტრუქტორი, რომელიც წყალში შესვლამდე ჩაგიტარებთ 15–20 წუთიან ინსტრუქტაჟს.

კომპანიას გააჩნია საბანაკე ადგილი მდ. რიონის პირას, სადაც შეგიძლიათ კარვებში ღამისთევა. ბანაკი გარშემორტყმულია ულამაზესი ბუნებით და გამოირჩევა სიმშვიდით და მყუდროებით. აქვე შეიძლება მოეწყოს სხვადასხვა აქტივობა, როგოცაა ლაშქრობა, კანიონინგი, ცხენებით გასეირნება, ხელბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ან უბრალოდ დაანთოთ კოცონი და მეგობრების გარემოცვაში შეწვათ ყველაზე გემრიელი მწვადი და დააგემოვნოთ უნიკალური ტვიშის, ნახევრად ტკვილი, „ცოლიკოური“.


რაც შეეხება საჯომარდო ასაკს, რიონი იმითაა უნიკალური, რომ ქმნის 120 კმ–იან საჯომარდო მონაკვეთს, საიდანაც შეგვიძლია გამოვყოთ სხვადასხვა სირთულის მონაკვეთები:

  • მარტივი (დამწყებთათვის) – საჯომარდო ასაკი 6 წლიდან (სეზონის მიხედვით);
  • საშუალო;
  • ექსტრემალური.


ჩვენი ინსტრუქტორები ფლობენ შემდეგ ენებს:

  • ქართული;
  • ინგლისური;
  • რუსული;
  • თურქული.


595411547
raftinginkutaisi@gmail.com
www.raftinginkutaisi.com

შეთავაზებები

შეაფასე ჯომარდობა ქუთაისში

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!