დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ჯომარდობა რიონზე ჭრებალო–ნიკორძირი

ჯომარდობა რიონზე, რაჭა-ლეჩხუმში IMG_1921 IMG_2338 IMG_2073 IMG_1849 IMG_2202 IMG_2320 IMG_2076

ჯომარდობა რიონზე ჭრებალო–ნიკორძირის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, შემოდგომა, მაისი

დაუვიწყარი შთაბეჭდილებების და ახალი თავგადასავლების ძიებაში თუ ხართ? მაშინ გვეწვიეთ და მიიღეთ განუმეორებელი ემოციები ჩვენთან ერთად!

"ჯომარდობა ქუთაისში" გთავაზობთ ექსტრემალურ საჯომარდო ტურს ულამაზეს რაჭა–ლეჩხუმში მდინარე რიონზე.

რაჭა–ლეჩხუმში არის საუკეთესო მთიანი რეგიონი, რომელიც წარმოშობს იდეალურ მდინარეებს ჯომარდობისთვის. რიონის ხეობის ჭრებალო-ნიკორძირის მონაკვეთზე ჯომარდობას ვიწყებთ სოფელ ჭრებალოდან (რაჭა) გავივლით ალპანის ხეობას დავასრულებთ ნიკორძირის ჩანჩქერთან. დაშვებისას ვიხილავთ ორი სხვადასხვა ფერის მდინარის შერწყმას (რიონის და ლაჯანურის). ეს მარშრუტი გამოირჩევა ველური ბუნებით, კანიონებით, ცაში აშვერილი კლდოვანი მასებით, ლოდებითა და მორევებით. ჯომარდობისას უამრავ დიდსა თუ პატარა ჩანჩქერს შეხვდებით.

ველური ბუნება, კანიონები, ჩანჩქერები, მოზღვავებული ადრენალინი, ჯანსაღი გართობა და მხიარულება მეგობრებთან ერთად - ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ ბედნიერ და მრავალფეროვან დღეს შექმნის.


უსაფრთხოება

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სტუმრების უსაფრთხოებას. თითოეული მონაწილე აღჭურვილი იქნება სამაშველო ჟილეტით, ჩაფხუტით, ჰიდრო ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. ნავს გაყვება პროფესიონალი ინსტრუქტორი და კაიაკერ ინსტრუქტორი (უსაფრთხოებისთვის), რომელიც გასვლის წინ ჩაგიტარებთ ინსტრუქტაჟს და მსვლელობის განმავლობაში იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე. ჩვენ ინსტრუქტორებს აქვთ ჯომარდობის საერთაშორისო ფედერაციის (INTERNATIONAL RAFTING FEDERATION) მიერ გაცემული მესამე დონის სერტიფიკატი.


რა უნდა გაითვალისწინოთ

ჩაიცვით სპორტული/მოხერხებული სამოსი, თან იქონიეთ სათადარიგო მშრალი ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენი ნივთები, რადგან ჯომარდობის პროცეში აუცილებად დასველებით.


სირთულე

რაჭაში, მდინარე რიონზე ჯომარდობა შესაძლებელია სხვადასხვა სახისა და სირთულის მონაკვეთებზე. აღნიშნული მარშუტის სირთულე შეიძლება იყოს II-III კატეგორიის სეზონის მიხედვით.

ინსტუქტორი შეგირჩევთ შესაბამის სირთულეს თქვენი მომზადების დონიდან გამომდინარე.


გელოდებით!

თეგები: #ჯომარდობა #ნავი #სათავგადასავლო ტურები #კომერციული შეთავაზება

ახლოს მდებარე შეთავაზებები

+995 595 411****
*****@gmail.com
www.raftinginkutaisi.com
ხანგრძლივობა: 3 საათი
ჯამური მანძილი: 25 კმ
სირთულე: მარტივი
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჯომარდობა რიონზე ჭრებალო–ნიკორძირი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 595 411****