
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჯონიას წმინდა გიორგის ეკლესია იმერეთის მხარეში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონიაში მდებარეობს. იგი XI-XII საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. ტაძარს დასავლეთით გვიანი პერიოდის მინაშენი აქვს, რომელიც ამჟამად ნახევრად დანგრეულია. ნაგებობას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთითა და დასავლეთით, ორივე მათგანი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი - თაღოვანი. დარბაზის კამარა ჩამონგრეულია, შემორჩენილია აფსიდის კონქი. კამარა პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობოდა. საკურთხეველი გამოყოფილია გვიანი პერიოდის ხის კანკელით, რომელიც რუსული ტიპის მხატვრობითაა დაფარული. ინტერიერი შელესილია. ეკლესიას ვიწრო, თაღოვანი სარკმლები აქვს, რომლებიც ინტერიერში ფართოვდება. ფასადები სადაა, მოურთველი და თაროსებრი ლავგარდანი ასრულებს. ტაძრის კედელზე გვხვდება ასომთავრული ლაპიდარული წარწერა. ეკლესია ნაგებია თლილი ქვით.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა