
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჯვარისმამის ქართული ეკლესია და ნორაშენის ღმრთისმშობლის სომხური ეკლესია ქალაქ თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ერთ ეზოში, გვერდიგვერდ არიან განლაგებული. ჯვარისმამის ეკლესია XVI საუკუნით თარიღდება. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ტაძარი იერუსალიმის სამ ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა და მათი მეტოქე იყო. ქართველთა მიერ იერუსალიმის მონასტრების დაკარგვის შემდეგ ჯვარისმამის ეკლესია ბერძენთა მფლობელობაში გადავიდა და 1921 წლამდე იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა. 1825 წელს ტაძარი ბერძენ მღვდელს - ბენედიქტეს შეუკეთებია, რასაც დასავლეთ ტიმპანის ქართული მხედრული წარწერა გვამცნობს: "წარმოვლენილმან წმიდის საფლავით საქართველოსა შინა 30 წელიწადსა ვმართე. . . ლად მე შრომილთა ღუაწლით ყმანი და ადგილნი მისნი და უკანასკნელ დროსა როსიის ერისა ალექსანდრე პირუალისა წელსა (1825) ახლითა საფუძუალითა კარის ბჭე ესე სამრეკლოათურთ რომელიც შევაერთე ძუალად ნაშენსა ეკლესიასა ტაძარსა ამას ცხოველს მყოფელსა ჯუარისა და ეგრეთუა აღუშენე სასახლენი გარემოს ამისსა მდებარენი და შევსძინენ ყმანი და მოვუპოვენ სამსავე სამეფოსა შინა ესე იგი ქართლს კახეთსა და იმერეთსა შინა დაკარგულნი მამულნი მე ჯუარის მამამან ბერძენმან არხიმანდიტმან ვენედიქტე ვიტიელმან." ნაგებობა რამდენჯერმეა გადაკეთებული და უფრო ადრეული ნაგებობის საფუძვლებზე დგას. პლ. იოსელიანის გადმოცემით, პირვანდელი ეკლესია აქ ვახტანგ გორგასლის დროს, V საუკუნეში აგებულა და გოლგოთის სახელით ყოფილა ცნობილი. 1990-იან წლებში ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა და ინტერიერი მოიხატა. ჯვარისმამის ეკლესია კუპელჰალეს ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია - სამხრეთითა და დასავლეთით, ორივე სწორკუთხაა. დასავლეთის შესასვლელი გვიანი დანამატი უნდა იყოს. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი ორი საფეხურითაა შემაღლებული დარბაზისგან აგურის კანკელითაა გამოყოფილი. აფსიდის წინ ძალიან ვიწრო ბემაა. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო მართკუთხა ორსართულიანი პასტოფორიუმია, რომელთა აღმოსავლეთ კედლებში თაღოვანი სარკმლებია გაჭრილი. პასტოფორიუმებს შესასვლელი დარბაზიდანაც აქვთ და საკურთხევლიდანაც. გუმბათი აფსიდის მხრებსა და სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებიდან წამოზრდილ პერპენდიკულარულ კედლებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. საკურთხევლის აფსიდის კონქის ქვემოთ თარო ლავგარდანი შემოუყვება, ქვემოთ ლილვით. ლავგარდანი აფსიდის მხრებსა და დასავლეთ მკლავშიც გადმოდის. დარბაზის იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული. საკურთხევლის ცენტრალური სარკმელი მართკუთხა ფორმისაა, სარკმლის ქვემოთ თაღოვანი ნიშაა, თაღოვანი ნიშებია განლაგებული საკურთხევლის განაპირა ნაწილებშიც. სამხრეთისა და ჩრდილოეთის სარკმლებიც. დასავლეთის სარკმელი თაღოვანია, ოდნავ შეისრული მოხაზულობის. ეკლესიას დასავლეთიდან მოგვიანებით მინაშენი მიადგეს, რომელიც 1990-იანი წლების რესტავრაციის დროსაა აღდგენილი. ეკლესიის ფასადები სადაა. გუმბათის სარკმლები დეკორირებულია ლეკალო აგურით გადაყვანილი თაღედით. ფასადები აგურის წყობაში ჩაძირული ჯვრებითაა მორთული. აღმოსავლეთ კედელზე სამი ჯვარია, ერთი დიდი ჯვარი - საკურთხევლის სარკმელს ზემოთ, ორი მცირე კი - სარკმლის გვერდებზე. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადებზე ჩაძირული ჯვრები აღმოსავლეთ ფასადის განლაგებას იმეორებს. ეკლესიის დასავლეთ ფასადი გადაკეთებულია. ამ ფასადზე ფრონტონის ქვემოთ აგურის შეისრული თაღია გადაჭიმული. დასავლეთის შესასვლელი ტიმპანით სრულდება, რომელზეც ზემოთ აღნიშნული გიანი მხედრული წარწერაა. ფასადებს აგურის დაკბილული ლავგარდანი ასრულებს. ტაძარი თითქმის მთლიანად აგურითაა ნაგები. ფასადებს დაბლა უხეშად გათლილი გრძელი, მართკუთხა, ნაცრისფერი კვადრების რამდენიმე რიგი მიუყვება.
ნორაშენის ეკლესია ჩაწერილი ჯვრის ტიპის ნაგებობაა. შესასვლელი სამია - სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების დასავლეთ კედლებში და დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელში. შესასვლელები ნახევარწრიული თაღებით სრულდება. ჯვრის აღმოსავლეთის მკლავი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის ღერძზე, ერთ ხაზზე, თაღოვანი წრიული და სწორკუთხა სარკმლებია განლაგებული. აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ვიწრო თაღოვანი ღიობებია გაჭრილი, საიდანაც კიბეებით კონქის ზედა სივრცეში მოხვედრაა შეიძლება. ამ სათავსოდან სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების თავზე არსებულ სივრცეებში ვხვდებით, საიდანაც დასავლეთ მკლავის სახურავის ქვეშ გავდივართ, რომლის დასავლეთ ნაწილიდან სამრეკლოზე ასვლა შეიძლება. დასავლეთის კარის ორივე მხარეს კედლის სისქეში შემავალი კარია, საიდანაც მკლავების ფრონტონთა მაღლა განთავსებულ სივრცეებში ვხვდებით. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო კვადრატული ფორმის პასტოფორიუმია განთავსებული. დამხმარე სათავსებს აღმოსავლეთისკენ მართკუთხა სარკმლები აქვთ, დანარჩენ კედლებში კი - ნიშები. გუმბათი აფსიდის კუთხეებსა და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბურჯზს ეყრდნობა. გუმბათი თორმეტსარკმლიანია. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. შიდა სივრცე კარგად ნათდება. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. მოხატულობაში ბიბლიური სიუჟეტები ჭარბობს. საკურთხეველში წმინდა მამებია გამოსახული. დიდი ადგილი უჭირავს დეკორატიულ გაფორმებას. სხვადასხვა სცენები ერთმანეთისგან მძლავრი, დანაწევრებული ჩარჩოებითაა გამიჯნული. ყველა სიუჟეტს სომხურენოვანი დაწვრილებითი დასათაურება ახლავს. ტაძრის ფასადების მხატვრული გადაწყვეტა მკაცრ ჰორიზონტალურ მოჩარჩოებაში ჯდება. კედლები მრავალთაღედითაა მორთული, რომელიც ძირითადად ვიწრო და ფართო თაღედების მონაცვლეობითაა შექმნილი. მკლავების ფრონტონებში გაჭრილი სარკმლების ორივე მხარეს ფრონტონიან ნიშებში ნახევარლილვიანი თაღით მოჩარჩოებული რელიეფური ჯვრებია მოთავსებული. გუმბათის სარკმლებს პროფილირებული საპირეები აქვთ და თაღედი აქვთ შემოვლებული. გუმბათის ყელის წიბოები ლილვებითაა აქცენტირებული და ვოლიუტის მსგავსი დაბოლოებებით სრულდებიან. სარკმლებსა და სახურავს შორის რელიფური ქვებია მოთავსებული. გუმბათის ყელის ქვედა და ზედა რეგისტრები ცისფრად მოჭიქული ჯვრების დეკორატიული ზოლითაა დეკორირებული. დასავლეთ მკლავის კეხზე 1890-იან წლებში სამრეკლო-ფანჩატური აღუმართავთ. სამრეკლოს სვეტებს მსხვილი ბაზისები და კაპიტელები აქვთ. სამხრეთის შესასვლელის წინ მემორიალური ეკვდერია მიშენებული, რომელიც ჭარბადაა ორნამენტირებული. ეკვდერის კედლის სიბრტყეები ერთმანეთში გადაწნული ლილვებითაა დანაწევრებული. ოდნავ შეისრული ღიობები სქელი მოჩუქურთმებითაა შემკული. ტაძრის კედლების დიდი ნაწილი, თაღები და კამარები აგურითაა ნაგები, დიდ ღიობთა გერშემო სიბრტყეები და ცოკოლის ზედა მხარეები კი - თლილი ქვისაა. ეკვდერი მოყვითალო-მოყავისფრო ფერის თლილი ქვითაა მოპირკეთებული.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა