
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ქაჩალაურის ციხე, წარმოადგენს არქიტექტურულ კომპლექსს რომელიც მდებარეობს, სოფელ ხევისჭალის ჩრდილო დასავლეთით, დაახლოებით 400 მეტრის მანძილზე, ტყიან ბორცვზე. კომპლექსში შედის ეკლესია, რამდენიმე ნაგებობა და კოშკიანი გალავანი.
ეკლესია ორ ნავიანია და განეკუთნება VIII-IX საუკუნეებს, ნაგებია ნატეხი ქვით, წყობა ირეგულარულია. ეკლესიის ზედა სივრცეს მთავარი და მასზე რამდენადმე მოკლე ჩრდილოეთ ნავი ქმნის, ეს სივრცეები ერთმანეთისაგან გამიჯნულია ოთხკუთხა ბურჯზე დაყრდნობილი ორი ფართო თაღით. ორივე თაღი მთავარი ნავის მხარეს ორ საფეხურიანია. აღმოსავლეთ თაღი დასავლეთ თაღთან შედარებით ვიწროა, მას ნალისებრი მოყვანილობა აქვს. დასავლეთ თაღი წვერში შეტეხილია. ორივე თაღის ქუსლებთან გამოყოფილია თაროსებრი იმპოსტები. ტაძარს ერთადერთი შესასვლელი ჩრდილოეთ ნავის ჩრდილოეთ კედელშია. კარს გადახურვა ჩამონგრეული აქვს და მისი ფორმა არ დგინდება.
ეკლესიას ჩრდილოეთიდან ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა სათავსი ეკვრის. სათავსის გარეთა კუთხეები, შესასვლელი, სარკმელი და დასავლეთ ფასადი მოპირკეთებულია შირიმით. შესასვლელი დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდეშია. კარი გარედან თაღოვანი ყოფილა (შემორჩენილია ჩრდილოეთ ქუსლის წყობა), შიგნით კი სწორკუთხა. სათავსის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთ სარკმელი აღმოსავლეთისაზე თითქმის ორჯერ უფრო მაღალია. აღმოსავლეთ კედელს მთელს სიგრძეზე საფეხური გასდევს (სიგანე 2.3 მეტრი). სათავსი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის ღერძი ჩრდილოეთ კედლის პერპენდიკულარულია.
სათავსი შიგნით შელესილია და იგი მოხატული ყოფილა. კამარის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია ფიგურების ტერფები და ძვირფასი ქვებით შემკული სამოსის ქვედა ნაწილი, ქვემოთ აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნაწლიში კი ცხენოსანი მეომრის გამოსახულების ფრაგმენტები.
ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ზემოთ გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით. ღვთისმშობლის გამოსახულება დიდია, ხოლო ყრმის ფიგურა სამი მეოთხერდითაა მოცემული. იგი ერთი ხელით აკურთხებს მეორეში კი გრაგნილი უჭირავს. ღვთისმშობელს მარცხენა ხელი ყრმის მხარზე უდევ, მარჯვენა ხელის დიდი მტევანი კი მის ბარძაყზე. ღვთისმშობლის ყვითელ შარავანდზე გამოსახულია მარგალიტები და მოწითალო - ყავისფერი ძვირფასი ქვები.
ღვთისმშობლის წინ ოდნავ ქვევით, მარტვილი ქალის გამოსახულებაა. მარტვილს მარცხენა ხელის გაშლილი მტევანი მკერდის წინ უჭირავს, მარჯვენა ხელში კი თეტრი ჯვარი უკავია. ქვემოთ ცხენოსანი წმინდა მეომრის ფიგორის ნაშთაბი გაირჩევა.
გალავანი (აღმოსავლეთ - დასავლეთ ღერძზე 70 მეტრი, სიგანე 60 მეტრი) ბორცვის თავს გასდევს. ნაგებია ნატეხი ქვით და კირის ხსნარით. კედლის ზედაპირი ბათქაშითაა მოსწორებული. შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების ნაწილები (სიმაღლე 7-7.5 მ). ჩრდილოეთ კედელი მოგვიანებით გაუსქელებიათ (სისქე ფუძესტან 2.5 მეტრი), სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი კი ნახევარწრიული კონტრფორსითაა გამაგრებული. გალავანში ორი კოშკია ჩართულია. ჩრდილო დასავლეთ კუთხის კოშკი გეგმით კვადრატულია (6მ * 6 მ-ზე) და სანახევროდ გალავნის გარეტაა გასული. შემორჩენილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები (სიმაღლე 4.7 მეტრი). პირველ სართულზე ორი პატარა ნიშია. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა. მეორე კოშკის დასავლეთ და სამხრეთ კედლების უმნიშვნელო ნაწილებიღაა შემორჩენილი.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა