დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ქაჯეთის ციხე

ქაჯეთის ციხე ქაჯეთის ციხე ქაჯეთის ციხე ქაჯეთის ციხე ქაჯეთის ციხე ქაჯეთის ციხე ქაჯეთის ციხე ქაჯეთის ციხე

ქაჯეთის ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ქაჯის ციხე (თურქ. Şeytan Kalesi) — ციხესიმაგრე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე — ერუშეთში. მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ქალაქ ჩილდირიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ილდირიმთეფესთან (ძველი სახელი რაბათი).

ვახუშტი ბატონიშვილი ქაჯისციხეს შეცდომით ციხე-ქალაქ წუნდასთან აიგივებდა. ეს ციხე მოუნახულებია ექვთიმე თაყაიშვილს და მისთვის „მრისხანე ციხე“ უწოდებია. ციხესთან რაბათის არსებობას ადასტურებს ექვთიმე თაყაიშვილიც. აქვე უნდა ყოფილიყო სოფელი საბადური. ამჟამად ეს ტოპონიმი დაკარგულია. ჯერ კიდევ 1943 წელს ლევონ მელიქსეთ-ბეგი ვარაუდობდა, რომ ეს ციხე უნდა ყოფილიყო „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯეთის ციხის პროტოტიპი და არა – ალამუთის ციხე.

ციხეს გარს აკრავს დაახლოებით 30-35 მეტრი სიმაღლის მასიური გალავანი.

„მესხური დავითნის ქრონიკაში“ ქაჯისციხე აქტიურ მოქმედებათა ობიექტია:

„კოკოლა თავის ძმის-წულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯის-ციხე უკმოუჭირა, მერმე ფიცი გაუტეხა.., ...გავილაშქრეთ ენკენისთუს ნახევარს და ქაჯის-ციხეს მივადეგით..., ბატონი მანუჩარ ჯავახეთს წავიდა, ფოსო და ჯავახეთი დაარბივა, და გურჰაქს ქაჯისციხე გაუბარაქიანა...“

სწორედ ლაპარაკია ამ ქაჯისციხეზე, რომელმაც, როგორც ექვთიმე თაყაიშვილმა შენიშნა, დიდი როლი ითამაშა თურქების მიერ საქართველოს ამ ნაწილის დაპყრობის დროს.

საბოლოოდ ქაჯისციხე დაიპყრეს ლალა-ფაშას საქართველოში გამოლაშქრების დროს — 1578 წ., როდესაც ციხის მთელი გარნიზონი განადგურებულ იქნა. ამ დროიდან არის, ალბათ, ქაჯისციხე აოხრებული და მისი რაბათი უმოსახლოდ დარჩენილი.

თურქებმა, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი შენიშნავს, ქართული „ქაჯის-ციხე“ თარგმნეს და უწოდეს მას Šeytān-kal‘a. ქაჯეთის ციხე პირველად ასურულ ლურსმულ წყაროებში იხსენიება, როგორც „ქარმანი“ ისინი მას ურჩხულთა ციხეს ეძახდნენ. შემდეგ იგი მოხსენიებულია ძველ ბერძნულ წყაროებში ძვ. წ. VI საუკუნის ანონიმი ავტორი მას ახასიათებს როგორც მსოფლიოს უმძლავრეს ციხეს „მასთან ტროას ლეგენდარული კედლებიც ვერ მოვა ახლოს“ ასე ახასიათებს ის ამ ციხეს და მას „აპორდუსს“ მაგიის მცოდნე ხალხით დასახლებულ ციხს უწოდებს. ის ასევე ამბობს, რომ ამ ციხის მცხოვებნი ფლობენ უძლიერეს სამხედრო ტექნიკას და ნებაყოფლობით არიან კოლხეთის სამეფოს ვასალები. თვითონ კოლხები ციხეს „საარონს“ „ქაჯთა ციხეს“ ეძახდნენ. ამ ხანის წყაროების მიხედვით ქაჯეთის ციხე სამხრეთ კოლხეთის მთიანეთში (მესხეთი და ჭანეთი) მდებარეობდა.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქაჯეთის ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!