
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კაკაბეთის მარანი მდებარეობს კახეთში, საგარეჯოს რაიონში, სოფელ კაკაბეთში. თბილისიდან ჩამოსასვლელად დაგჭირდებათ 50 წუთი. მარანი, რომელიც 30 წელს ითვლის, ეკუთვნის მასურაშვილების საცხოვრებელ სახლს და განთქმულია სტუმართმოყვარეობით. ამიერიდან კი ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც უყვარს სიმშვიდე, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, გემრიელი კერძები და საუკეთესო ღვინო!
ჩვენს მარანში დაგხვდებათ: ულამაზესი, სიმწვანეში ჩაფლული ეზო ჰამაკებით; სტუმრებისთვის შექმნილი გარე სივრცით, რომელსაც მრავალფეროვანი ხეხილი, ეგზოტიკული სახეობის მცენარეები, ყვავილები, კივის ხეივანი განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ვიზიტორებს ულამაზესი ხედის გარდა ადგილობრივი ტრადიციებით აგებულ სახლში მასპინძლობას, ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებით კვებას და სოფლის ცხოვრებაში მონაწილეობას სთავაზობენ. აქ შეგიძლიათ დიასახლისთან ერთად ჩააკრათ პური თონეში, მოახვიოთ ხინკალი, გაავლოთ ჩურჩხელა, დაწუროთ ყურძენი, შეწვათ მწვადი საკუთარი ხელით, გამოკვებოთ ხოხბები... შეუძლებელია არ აღფრთოვანდეთ მარნის სივრცით, რომელიც სავსეა საუკუნოვანი ისტორიის მქონე ეთნოგრაფიული ნივთებით, მასურაშვილების დედის ხელით შექმნილი ფარდაგებით. დაგახვედრებთ ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს და სასიამოვნო მუსიკას...




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვამოგესალმებით პატივცემულო. თუ შეიძლება, რომ გაგვარკვიოთ შემდეგში: - კაკაბეთში ღვინის ქარხნის მიერ, შესაძლებელია თუ არა, რომ შევიძინოთ ახალი დაწურული რქაწითელის წვენი და თუ სესაძლებლობა არსებობს, რა ფასი ექნება. წინასწარ მადლობა! 100 რთველს დაესწარით.