დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ხანძთის მონასტერი

ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი ხანძთის მონასტერი

ხანძთის მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ხანძთის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.

დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. VII საუკუნის დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა (ხუროთმოძღვარი — ამონა). ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა (გ. 918) მშენებლობას დიდი მატერიალური სახსრები გამოუყო. მშენებლობა დაასრულა ერისთავთერისთავმა გურგენ IV-მ (გ. 941). ხანძთამ საბოლოო სახე მიიღო 918-941 წლებში. ხანძთა თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახდა. მის ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდნენ არსენ I (არსენ დიდი, არსენ საფარელი), ეფრემ მაწყვერელი (IX ს.), მაკარი ლეთეთელი. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები გიორგი მერჩულე, მოსე ხანძთელი (XI ს.), სტეფანე (XII-XIII სს.) და სხვა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლის ომის დაწყებამდე რამოდენიმე წლით ადრე, ტაო-კლარჯეთში და მათ შორის ხანძთაში იმყოფებოდა დ. ერმაკოვი, რომელმაც მონასტრიდან წამოღებული ეპიგრაფიკულ წარწერიანი ქვა გადასცა კავკასიის მუზეუმს.

1888 წელს ხანძთაში ექსპედიციით იმყოფებოდა ა. მ. პავლინოვი, რომელსაც თან ახლდა ფოტოგრაფი ი. ბარშჩევსკი.

ოსმალეთის იმპერის მიერ კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ხანძთა დაიცალა და დავიწყებას მიეცა. დამახინჯდა მონასტერთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენებიც. ანტონ კათალიკოსმა გრიგოლ ხანძთელს უძღვნა საქებარი სიტყვები „წყობილსიტყვაობაში“, თუმცა, ჩანს, რომ მან გრიგოლის ღვაწლისა და ზედწოდების (ხანძთელი) წარმომავლობის შესახებ არ იცოდა. „წყობილსიტყვაობის“ გამომცემელმა პლ. იოსელიანმა გრიგოლ ხანძთელი XV საუკუნის სომეხ საეკლესიო მოღვაწედ მიიჩნია.

მივიწყებული მონასტერი მკვლევართათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1889 წელს, ალექსანდრე ქუთათელაძემ გამოაქვეყნა მოკლე თხზულება გიორგი მერჩულეს თხზულებიდან. ავტორი ხანძთას დამახინჯებული სახელით — „ხანძოეთით“ მოიხსენიებდა. იგი ვარაუდობდა, რომ „ხანძოეთი“ კლარჯეთშია, ანჩის მახლობლად. ასე ფიქრობდა თ. ჟორდანიაც. განსხვავებული აზრი გამოთქვა ექვთიმე თაყაიშვილმა. მან „ხანძოეთი“ ევფრატის ზედაწელში, ისტორიულ დასავლეთ სომხეთში მდებარე ქალაქ ჰანძითთან გააიგივა.

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების სრული ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ ხანძთა კლარჯეთში მდებარეობს, მაგრამ მისი ზუსტი ლოკალიზაცია მაინც გაძნელდა. საქმეს ართულებდა ისიც, რომ კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთაგან“ მხოლოდ ორის ტოპონიმი დაიკარგა — ხანძთა და შატბერდი; ადგილობრივმა გამაჰმადიანებულმა ქართველებმა ამ სახელწოდების მონასტრის ან დასახლების შესახებ არაფერი იცოდნენ. XX სუკუნის დამდეგს ნიკო მარი კლარჯეთში მოგზაურობისას შეეცადა თავად დაედგინა მონასტრის მდებარეობა და ხანძთასთან გააიგივა კარჩხალას ხეობაში მდებარე პატარა ეკლესია — ნუკას საყდარი. ერთი პერიოდი ეს მოსაზრება საყოველთაოდ იყო მიღებული მეცნიერებაში, 1950-იან წლებში ის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ დეტალური ანალიზის საფუძველზე უარყო პავლე ინგოროყვამ. მისივე გამოკვლევით, ხანძთა არის გვიანდელი ქვემო ფორთა (აშაღი ფორთა (Aşaği Porta), ამჟამად შეადგენს სოფელ ფირნალის (Pırnali) ერთ-ერთ უბანს), რომელიც ნიკო მარს შატბერდი ეგონა. ეს მოსაზრება დამატებითი არგუმენტებით განამტკიცა ვახტანგ ჯობაძემ. ამჟამად ამ აზრს ემხრობა ყველა თანამედროვე მკვლევარი.

ხანძთის მონასტერი დაახლოებით 782 წელს დააარსა გრიგოლ ხანძთელმა. ხანძთამ კლარჯეთის ისტორიაში განსაკუთრებული როლი შეასრულა; ლ. მენაბდის თქმით, ის „მთელი მხარის სამონასტრო კოლონიზაციის საყრდენი ბაზა იყო“. გრიგოლთან ერთად ხანძთის მონასტრის პირველ ბერებს შორის იყვნენვ საბა, შემდგომში (826 წლიდან) იშხნის ეპისკოპოსი, თეოდორე, რომელმაც დაახლოებით 840 წლისათვის ნეძვის მონასტერი დააარსა და ქრისტეფორე, კვირიკეწმინდის მონასტრის დამაარსებელი. ხანძთაში აღიზარდნენ და მოღვაწეობდნმენ არსენ I კათალიკოსი (820–877) და ეპისკოპოსი ეფრემ მაწყვერელი (815–885). ხანძთაში მოღვაწეობდა ასევე მაკარი ლეთელი, რომელიც შემდეგ საბაწმინდაში დამკვიდრდა და მონაწილეობა მიიღო 864 წლის სინური მრავალთავის გადაწერაში. 951 წელს აქაური ბერის, გიორგი მერჩულეს მიერ დაიწერა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ცნობილია ასევე XI-XIII საუკუნეების მოღვაწეებიც ხანძთაში, მაშ შორის მოსე ხუცესი და სტეფანე დიაკონი.

დაახლოებით 782 წლისათვის, მონასტრის დაარსებისას აგებული ხანძთის პირველი ეკლესია, გიორგი მერჩულეს ცნობით „ძელისა“ ანუ ხისა იყო, ისევე როგორც საცხოვრებელი სენაკები და სატრაპეზო. დავით ხოშტარიას აზრით, სამშენებლო ქვით მდიდარ მხარეში საშენ მასალად ხის გამოყენება ბერების შეჭირვებულ მდგომარეობაზე მიუთითებს. მშენებელ ბერებს ოპიზელი მამები დახმარებიან მუშახელით, საკვებითა და სამუშაო იარაღებით. ბერები თავად აშენებდნენ და, როგორც ჩანს, დიდი გაჭირვებითაც — გიორგი მერჩულეს თქმით, „კლდჱ იგი ხანცთისაჲ უფიცხლეს არს უფროჲს ყოველთა მათ კლარჯეთისა უდაბნოთა“. დავით ხოშტარიას მითითებით, ეს ცნობა მართლაც ახლოსაა სინამდვილესთან და ხანძთაში სამშენებლოდ განსაკუთრებით მძიმე პირობებია.

820-იან წლებში ხანძთის მონასტერში ქვის ეკლესია აიგო. მშენებლობის ქტიტორი აშოტ კურაპალატის აზნაური გაბრიელ დაფანჩული იყო. ამის შემდეგ ხანძთა დაფანჩულთა საგვარეულო საძვალეა — აქ ამ გვარის წარმომადგენელი მამაკაცები იკრძალებოდნენ. თითქმის საუკუნენახევრის შემდეგაც, გიორგი მერჩულეს თხზულების წერისას, ხანძთაში წესად იყო ლოცვებში დაფანჩულთა მოხსენიება.

ხანძთის მთავარი, რიგით მესამე ეკლესიის მშენებლობა 910–იან წლებში დაიწყო. მისი ქტიტორი იყო აშოტ ერისთავთ-ერისთავი, კუხად წოდებული. იგი გარდაიცვალა 918 წელს და ეკლესიის მშენებლობის დასრულება სიცოცხლეში ვერ მოასწრო. შენობა დაასრულა გურგენ ერისთავთ-ერისთავმა. მესამე (მთავარი) ეკლესია დღესაც დგას ხანძთაში. მთავარი ეკლესიის მშენებლობას ხშირად შეცდომით უკავშირებენ გრიგოლ ხანძთელს, სინამდვილეში კი გრიგოლი მონასტერში შედარებით ადრე მოღვაწეობდა.

რთული იყო ქვისა და კირის ადგილზე მიტანა, რადგან მონასტერი საპალნიანი საქონლისათვის მიუვალი იყო და საშენი მასალის მოტანა ბერებს შორი მანძილიდან ზურგით უწევდათ. დავით ხოშტარია აღნიშნავს, რომ ეს დღესაც ასეა და ხანძთამდე წესიერი ბილიკიც კი არ მიდის. ხანძთაში, პირველად კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობაში, გუმბათის მოსაპირკეთებლად მაღალხარისხიანი ქვიშაქვა გამოიყენეს, რომელიც ახლომახლო არ მოიპოვება. ამ მასალას წონით ყიდულობდნენ.

გიორგი მერჩულე იხსენიებს მესამე, მთავარი ეკლესიის ხუროთმოძღვარს — „სიბრძნით სრულიად მაშჱნებელი“ ამონა. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, რომელშიც მშენებლობის არაერთი ამბავია მოთხრობილი, არც ერთი სხვა ნაგებობის არქიტექტორი არ იხსენიება.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხანძთის მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!