
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დღეს მოგიყვებით სოფელ ხოხნას ხის მეჩეთის საინტერესო ისტორიას რომელიც, ადგილობრივების ჩართულობით დღემდე შევინარჩუნეთ. ხოხნას მეჩეთი ძალიან პატარა ულამაზესი მეჩეთია, 1990-იან წლებში მიუხედავად სიმცირისა ადგილობრივების ძალისხმევით ცალკე მდგომი მინარეთი აეგო. იგი აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
როგორც ხის მეჩეთების უმრავლესობა ხოხნას მეჩეთიც გამოირჩევა მკვეთრი ფერადი ფერებითა და საინტერესო ორნამენტებით. მეჩეთს აქვს მიდგმული ვერანდა, რომელიც სოფლის სოციალურ სივრცედ გამოიყენება.
ჭერის მედალიონზე გამოსახულია მეცხრამმეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი ორნამენტები ახალი ეპოქის დეკორისა და ძველი არქიტექტურული ელემენტებით, რომელიც უჩვეულო, თუმცა საინტერესო და ძალიან ლამაზ კომბინაციას წარმოადგენს. განსაკუთრებით მნახველის ყურადღებას იპყრობს, მინბარის თავზე არსებული დაწნული ხის მოტივებით შექმნილი ორი მედალიონი
არსებობს ვარაუდი, რომ მიჰრაბის ჩარჩოს შეუღებავი პანელები შესაძლოა თავდაპირველად მეჩეთის შესასვლელი კარი ყოფილიყო, რომელიც დაზიანების შემდეგ შეცვალეს. ამავე ჩარჩოზე წარწერა ჰიჯრით 1318 წელი ( 1899-1900) შესაძლოა აგების თარიღი ყოფილიყო, თუმცა მეჩეთის ზოგიერთი დეკორატიული ელემენტები, მაგალითად - გუმბათის ნაცვლად არსებული ჭერის მედალიონი და ნაკვეთი ორნამენტებით შემკული კარი უფრო ადრეული ნაგებობის გაფორმებას წააგავს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა