
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ხოშატიანის ღვთისმშობლის ეკლესია კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოშატიანში მდებარეობს. იგი გვიანი შუასაუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. საკურთხევლის აფსიდი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. კამარა ლიპასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. ეკლესიას სამი თაღოვანი სარკმელი აქვს - თითო აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით. შესასვლელი ერთია - დასავლეთით. ფასადები სადაა. კედლებს ასრულებს აგურის რამდენიმე საფეხურიანი ლავგარდანი. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ძალიან დაზიანებული ფრაგმენტები. დასავლეთიდან ტაძარს სამრეკლო აქვს მიშენებული. სამრეკლოს ქვედა ნაწილი კუბურ მოცულობას წარმოადგენს, ორი სწორკუთხა შესასვლელითა და ერთი სარკმლით, სწორედ აქედანაა ეკლესიაში შესვლა შესაძლებელი. ზედა ნაწილი რვაწახნაგა, ყოველი მხრით თაღებით გახსნილი ფანჩატურია. ეკლესიაცა და სამრეკლოც ნაგებია რიყის ქვითა და აგურით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა