
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი კახეთში, ქალაქ ყვარლის ცენტრში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. გასულ საუკუნეში სახლი სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა, 1956 წელს მის ერთ ოთახში გაიხსნა მარჯანიშვილის მუზეუმი, 1957 წელს კი სახლ-მუზეუმი დაარსდა. აქ 3000 ექსპონატია დაცული. საექსპოზიციო სივრცის პირველ განყოფილებაში ოჯახის წევრთა სურათებია გამოფენილი, მეორე განყოფილება კოტე მარჯანიშვილის ქართულ თეატრში მსახიობობის პერიოდს ეთმობა, მესამე განყოფილება კი რუსულ სცენაზე მის სარეჟისორო მოღვაწეობას ასახავს. მუზეუმში დაცულია რეჟისორის მემორიალური ნივთები, მისი ფილმისა და სპექტაკლების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების მიმოწერა და ფოტოები, პიესები, ქართველ ხელოვანთა ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები, XX საუკუნის დასაწყისის ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი და სხვ. სახლი XIX საუკუნის შუა წლებში კოტე მარჯანიშვილის პაპამ - სოლომონ ჭავჭავაძემ ააგო. იგი ორსართულიანია და მისი ორივე სართული ოჯახის საცხოვრებლადაა განკუთვნილი. ნაგებობა ნაშენია რიყის ქვით, ხოლო კარ-სარკმლების ღიობები, ლავგარდანი და სარკმლების თავსართები აგურითაა გამოყვანილი. შენობის ფასადები ძირითადად პირვანდელი სახითაა შემონახული. გარდა არქიტექტურული და მემორიალური ღირებულებისა, სახლს ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. ამ სახლში იკრიბებოდნენ ქართული კულტურული საზოგადოების მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები, რომელთა შორის იყვნენ - აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, დიმიტრი ყიფიანი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე ცაგარელი, ვასო აბაშიძე, ლადო ალექსი-მესხიშვილი, მაკო საფაროვა-აბაშიძისა და სხვა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა