
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
კურსების ზენობნის ეკლესია იმერეთის მხარეში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მდებარეობს. იგი XII საუკუნით თარიღდება. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც სწორკუთხედშია მოქცეული. ტაძარს დასავლეთით მინაშენი აქვს, რომელიც მთავარი ნაგებობაზე დაბალია, დაახლოებით მისი ნახევარი სიმაღლისაა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთითა და დასავლეთით, ორივე მათგანი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან - თაღოვანი. მინაშენს დასავლეთიდან სწორკუთხა შესასვლელი აქვს და მისი გავლით მთავარ დარბაზში მოხვედრაა შესაძლებელი. ტაძრის კამარა პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. პილასტრებს ჩუქურთმებით შემკული კაპიტელები ასრულებს. მინაშენის შესასვლელსა და ეკლესიის დასავლეთ სარკმელს მოჩუქურთმებული სათაურები აქვს. ორივე სათაური ჯვრისა და გეომეტრულ-მცენარეული ორნამენტით შემკული თაღისგან შედგება. ნაგებობას თაღოვანი სარკმლები აქვს, რომლებიც ლილვებისგან შექმნილი სადა საპირეებითაა მოჩარჩოებული. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადების ზედა ნაწილში, ლავგარდნის გასწვრივ გვხვდება ცხოველთა ქანდაკისებური ფიგურები. ფასადებს თაროსებრი ლავგარდანი ასრულებს. ტაძრის ინტერიერი შელესილი და მოხატულია. ფრესკები უკეთ არის შემონახული საკურთხეველში. კურსების ზენობნის ეკლესიას გალავანი ევლება, რომელშიც სამრეკლო-კარიბჭეა ჩაშენებული.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა