
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ticiani 13 გთავაზობთ ერთ დღიან ტურს იმერეთში.
მოგზაურობისას იხილავთ:
1. გელათის სამონასტრო კომპლექსი - მშობელი ცოდნისა, ქართველ მეფეთა საძვალე, (unesco) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი შენობები. არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი.
2. მოწამეთა - წყალწითელას ხეობაში ჩადგმული წმინდანთა სამჭედლო
მოწამეთას მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. გალავნით შემორტყმული მონასტერი კლდოვან-ტყიან მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული.
3. ქუთაისის ქალაქის ტური (საფეხმავლო)
ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, სიდიდით მესამე ქალაქი საქართველოში, მდებარეობს მდინარე რიონზე. მოსახლეობა 147 635 ადამიანი. ქუთაისში მდებარეობს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბაგრატის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ lll-ის მეფობაში, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც.
4. პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე წარმოადგენს ჰორიზონტალურად დახშულ მღვიმეს, მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტები, ვოკლუზური წყაროები გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები,მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. კარგი ტურისტული ობიექტია. მღვიმე კეთილმოწყობილია; არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ და სხვადასხვა ხედები.
მთლიანი ტურის ღირებულებაა 300 ლარი.
ღირებულებაში შედის:
გასათვალისწინებელი საკითხები :
კომფორტული, მაღალი კლასის მინი ვენით, კონდიცირებით, ინტერნეტით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა