
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
კვაუთის კომპლექსი - ციხე და მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაუთში მდებარეობს. იგი IV-VI საუკუნეებით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს ციხესა და მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას. ნაგებობები ძალიან დაზიანებული იყო, თუმცა ტაძარი ამჟამად აღდგენილია. ციხეს ოვალური ფორმა აქვს და ჩრდილოეთ მხრიდან ციცაბო კლდეზეა მიბჯენილი. კედლები მოგვიანებით მიშენებული კონტრფორსებითაა გამაგრებული. სიმაგრის ცენტრალურ მონაკვეთში დიდი ზომის დარბაზული ეკლესია დგას. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ინტერიერი ექვსი სარკმლით ნათდება, აღმოსავლეთითა და დასავლეთით თითო სარკმელია, გრძივ კედლებში კი - ორ-ორი. ტაძრის კედლების ქვებზე გვხვდება ორნამენტების და ბუნებრივი საღებავების კვალი, რომლებიც, როგორც ჩანს, ტაძრის განახლების შემდეგ მეორადად არის გამოყენებული. ფასადებს ლილვისა და წრეთარგისგან შექმნილი ლავგარდანი ასრულებს. ნაგებობას სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. ეკლესია მოპირკეთებულია თლილი ქვით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა