
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ნასოფლარი მდებარეობს სოფ. ქვემო ახალშენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდ. ხრამის ხეობის მარცხენა მხარეს ზედა ტერასაზე, თხემის კიდეზე. ორი მხრიდან კანიონის ფლატეებითაა დაცული, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან კი პლატოზე გაშლილი მინდვრები აქვს. აქედან აქვს მისადგომიც. ჩრდილოეთის მხარეს ნასოფლარს საურმე გზა გასდევს, რომელიც ორივე მხრიდან ქვის მშრალი წყობით ნაგები კედლებითაა შემოზღუდული. დასავლეთის მხრიდან სოფელს ასეთივე მშრალი წყობის დაბალი გალავანი აქვს შემოვლებული, რომლის ნაპირსაც ნაგზაურიც ეტყობა. ნასოფლარის ტერიტორიაზე იკითხება ექვსი ნაგებობის ნაშთი. მათგან ხუთი ერთმანეთთან ახლოშია, ერთი კი - ჩრდილოეთით. ნაგებობები ბაზალტის ნატეხი ქვის მშრალი წყობითაა ნაგები. სხვადასხვა სიდიდისაა და სხვადასხვა რაოდენობის სათავსებიგან შედგება. ასევე სხვადასხვა დონეზეა შემორჩენილი. კედლების სიგანე 1 მეტრის ფარგლებში მერყეობს. ნაგებობებიდან სამი სამსენაკიანია, ერთი - ოთხსენაკიანი, ერთი ერთსენაკიანი, ერთის ფორმა კი ამჟამად არ ირკვევა. რამდენიმესენაკიანი ნაგებობები ძირითადად ჩრდილოეთის კედლით ნაწილობრივ მიწაშია შემჯდარი. ერთსენაკიანი ნაგებობა დიდი ზომის (16×8 მ) დარბაზული ტიპის შენობაა. შესასვლელი ორი უნდა ჰქონოდა. ერთი სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია გაჭრილი, ხოლო მეორე დასავლეთ კიდეში. ეს უკანასკნელი არქიტრავითაა შემორჩენილი. იმის გამო რომ ინტერიერი დაფარულია ნაშალი მიწით, მისი ზუსტი განსაზღვრა კარის ღიობად თუ ნიშად ამ ეტაპზე არ ხერხდება. ნასოფლარის ჩრდილო-დასავლეთით 700 მეტრში დგას VII ს. ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია. ნასოფლარსა და ეკლესიას შორის კიდევ ერთი საურმე გზაა და ნახიდარია.
2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მიხედვით სოფელი, რომელსაც შესწავლილი ნაგებობა ეკუთვნის, არსებობის რამდენიმე ეტაპს მოითვლის და მოულოდნელი კატასტროფის შედეგად ჩანს განადგურებული. ამდენად, მისი შემადგენელი სახლების კვლევა საკმაოდ საინტერესო სურათის და ინფორმაციის მომცემი იქნება განვითარებული შუა საუკუნეების სოფლის სტრუქტურისა და მოსახლეობის ყოფის აღდგენისთვის.
ნასოფლარზე (ნაქალაქარზე) გათხრები 2020 წელსაც გაგრძელდა, და სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება. ქვემო ახალშენი მიჩნეულია ნასოფლარად, თუმცა მკვლევართა და არქეოლოგთა ნაწილისთვის ის ნაქალაქარია, რისი თქმის საფუძველსაც თავდაცვითი გალავნისა და ციტადელის ნაშთი იძლევა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა