
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაკრა
ლეირაყის ჩანჩქერი — ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ულამაზესი ჩანჩქერი სვანეთში. იგი კიბისებური ფორმისაა და ხუთ საფეხურს მოიცავს, რომელთაგან ოთხი თვალნათლივ ჩანს, ხოლო მეხუთე — ზედა ნაწილშია დამალული.
ჩანჩქერის მოპირდაპირე მხარეს, კლდოვან მასივზე, ჩამოედინება კიდევ ერთი მდინარე, რომელიც ასევე ჩანჩქერის ფორმას ქმნის. ეს ორი ჩანჩქერი ზუსტად ერთ წერტილში ერთვის მდინარე ნაკრა-ჭალას, რაც ადგილს განსაკუთრებულ შარმსა და უნიკალურობას ანიჭებს.
ჩანჩქერთან მისასვლელი მანძილი სოფლის ცენტრიდან დაახლოებით 12 კილომეტრია. გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით. ვთავაზობთ მომსახურებას Mitsubishi Delica 4×4-ით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას რთულ რელიეფზე. საბოლოო მონაკვეთში დაგჭირდებათ დაახლოებით 2.7 კილომეტრის გავლა ფეხით. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ცხენით გადაადგილებაც.
ლეირაყის ჩანჩქერის საერთო სიმაღლე დაახლოებით 150 მეტრს აღწევს. ეს ადგილი გამორჩეულია თავისი ბუნებრივი სილამაზით და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს ყველა მნახველზე



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა