დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ლელიანის წმ. თეოდორე ტირონის ეკლესია

ლელიანის წმ. თეოდორე ტირონის ეკლესია

ლელიანის წმ. თეოდორე ტირონის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ლელიანის წმ. თეოდორე ტირონის ეკლესია კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში მდებარეობს. იგი ორ სამშენებლო ფენას მოიცავს - XI-XII და XVI-XVII საუკუნეებს. ნაგებობა სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. ჩრდილოეთის ნავიდან გადაკეთების შემდეგ მხოლოდ აღმოსავლეთით მდებარე სამსხვერპლოა დატოვებული, რომელსაც აღმოსავლეთით ნალისებური აბსიდი აქვს. ნალისებრი აფსიდი აქვს სამხრეთის ნავსაც. სამხრეთის ნავის სამხრეთ კედელი თაღებით ყოფილა გახსნილი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. კამარები შეისრულია. ეკლესია თაღოვანი სარკმლებით ნათდება. ცენტრალური ნავი სამხრეთის და ჩრდილოეთის გასასვლელებით გვერდითა ნავებს უკავშირდება, ხოლო დასავლეთის კარით - გარშემოსავლელს. ტაძარი ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. ეკლესიის ექსტერიერი სადაა. ფასადები აგურის კბილანისებრი წყობით ამოყვანილი ლავგარდნით სრულდება. ნაგებობას სამხრეთიდან ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიშენებული. პირველი სართული სამხრეთის ნავშია ჩაშენებული, მეორე სართული კი აგურით ამოყვანილი თაღოვანი ფანჩატურია.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ლელიანის წმ. თეოდორე ტირონის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!