დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ლიყურეთის ღვთისმშობლის ეკლესია ლიყურეთის ღვთისმშობლის ეკლესია ლიყურეთის ღვთისმშობლის ეკლესია ლიყურეთის ღვთისმშობლის ეკლესია ლიყურეთის ღვთისმშობლის ეკლესია ლიყურეთის ღვთისმშობლის ეკლესია ლიყურეთის ღვთისმშობლის ეკლესია

ლიყურეთის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ლიყურეთის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ქვემო ახკალაფას ტერიტორიაზე, ტაძარი აგებულია IX-X საუკუნეებში. სოფლის ძველი ქართული სახელწოდებაა ლიყურეთი. ახკალაფა უნდა დაერქმიათ მეცხრამეტე საუკუნეში აქ ჩამოსახლებულ თურქულ ენაზე მოსაუბრე პონტოელ ბერძნებს, ბერძნებისგან სოფელი XX საუკუნის 20-30იან წლებში დაიცალა (სავარაუდოდ იქვე სადმე გადაასახლეს) და აქ ეთნიკურად ოსი მოსახლეობა ჩააასახლეს, რომელთაც სოფელი 80-იანი წლების ბოლოს დატოვეს.

სოფლის ცენტრში დგას დარბაზული ეკლესია, ნაგები, როგორც გარედან, ისე შიგნით დიდი ზომის, ქვის თლილი, ოქროსფერი კვადრებით. კონქი გამოყვანილია კარგად დამუშავებული ქვის თითქმის თარაზული წყობით (ქვედა ნაწილში). ეკლესიის მშენებლობის რამოდენიმე პერიოდი განირჩევა. ერთი აგების თანადროული და შედარებით მცირე ზომის ღვინისფერი თლილი კვადრებით, რომელიც შეიმჩნევა აღმოსავლეთ სარკმლის ფასადზე, ზედა ნაწილში და მიუყვება სამხრეთ ფასადს სარკმლის ზემოთ და ლავგარდანზეც. წყობა შესრულებულია კარგად ჩალაგებული კვადრებით. ასეთი ქვის ფერადოვანი ლაგება ჩართულია სამხრეთი შესასვლელის თავზე. შეკეთების კვალი ემჩნევა, აგრეთვე დასავლეთ ფასადს. ამოშენებული სარკმლის ზემოთ ჩასმულია ქვის სტელა (წითელი), რომლის აქეთ-იქით ორი ქვის წითელი ლაქაა, რაჰ ქმნის ჯვრის შთაბეჭდილებას. შიდა სივრცე პარადულობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ღრმა ნახევარწრიული აბსიდის შუა მოთავსებულია თაღოვანი სარკმელი. მის აქეთ-იქით ორი ოთხკუთხა ნიშია, გვიანდელი შეკეთების დროინდელი. აქ გამოყენებულია ფიქალისებრი ღია ფერის ქვა. კამარა შემაგრებული იყო სატრიუმფო და კამარის საბჯენი თაღით. საბჯენი თაღი შემორჩენილია თაღის ქუსლის დონეზე, რომელიც კრონშტეინს ეყრდნობა. კრონშტეინის ზედა თარო ვიწროა და ბრტყელი, ქვედა კი, წაკვეთილი. სატრიუმფო თაღის ორი ქვა არის შემორჩენილი ჩრდილოეთით და სამხრეთით. ეკლესია ნათდებოდა ოთხი სარკმლიდან შემოსული სინათლით. ორი მათგანი სამხრეთ კედელშია მოთავსებული, ხოლო თითო - აღმოსავლეთით და დასავლეთით. შესასვლელი სამხრეთ კედელშია დატანებული. გარედან მას ბალავარი ადევს, შიგნით კი თაღით არის დასრულებული.

ქვემო ახკალაფა ოფიციალურად ნასოფლარია, თუმცა იქ ერთი ქართული ოჯახი ცხოვრობს, რომელიც მიმდებარე სოფლიდან გადმოსახლდა აქ და მეცხოველეობას ეწევა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ლიყურეთის ღვთისმშობლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!