დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - სასტურმრო, კრაფტ ლუდსახარში და საცხენოსნო რანჩო "მიკარგული ქედი"

Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - სასტურმრო, კრაფტ ლუდსახარში და საცხენოსნო რანჩო \ Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - სასტურმრო, კრაფტ ლუდსახარში და საცხენოსნო რანჩო \ Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - სასტურმრო, კრაფტ ლუდსახარში და საცხენოსნო რანჩო \ Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - სასტურმრო, კრაფტ ლუდსახარში და საცხენოსნო რანჩო \ Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - სასტურმრო, კრაფტ ლუდსახარში და საცხენოსნო რანჩო \ Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - სასტურმრო, კრაფტ ლუდსახარში და საცხენოსნო რანჩო \ Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - სასტურმრო, კრაფტ ლუდსახარში და საცხენოსნო რანჩო \

Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - სასტურმრო, კრაფტ ლუდსახარში და საცხენოსნო რანჩო "მიკარგული ქედი"ს შესახებ

ჩვენი აგროტურისტული კომპლექსი სიღნაღის მშვიდ და ლამაზ, ერთ დროს მიტოვებულ სოფელ ქედელში მდებარეობს. საცხენოსნო რანჩო 2012 წლიდან ფუნქციონირებს, მას შემდეგ ყოველწლიურად ვავითარებთ და უფრო მრავალფეროვანს ვხდით ჩვენ შეთავაზებებს. 2019 წელს აღვადგინეთ 150 წლის სახლი, გვინდოდა შეგვენარჩუნებინა კახური ტრადიციული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სტილი და შეგვეტანა თანამედროვე შტრიხები, შედეგად საინტერესო და განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო აპარტამენტი მივიღეთ, რომელსაც „არქეოლოგიას“ ვუწოდებთ. ასევე ავაშენეთ პატარა კაფე ტერასით, რომელიც ქედელის მწვანე გორებსა და ველებს გადაჰყურებს. აქვე ვთავაზობთ სტუმრებს კრაფტ ლუდის და ბუნებრივი ღვინის დეგუსტაციებს, ღონისძიებების ორგანიზებას, საცხენოსნო ტურებსა და გაკვეთილებს.

რანჩოს გვერდით 2018 წელს გავხსენით პატარა სასტუმრო, რომელშიც გვაქვს 6 ოთახი ხედებით ალაზნის ველსა და კავკასიონზე, ასევე ქედელის ველზე და რაც ყველაზე საინტერესოა გვაქვს მიკრო-ლუდსახარში, სადაც სხვადასხვა სახეობის კრაფტ ლუდებს ვამზადებთ. ჩვენი შთაგონება ბელგიური სტილის ლუდებია, ხარშვისას სეზონურობის მიხედვით ექსპერიმენტებს ვაკეთებთ და ვამატებთ სხვადასხვა ადგილობრივ ინგრედიენტებს იქნება ეს კომში, ველური ბროწეული, ბალი, თაფლი, ყურძენი თუ საზამთრო. ჩვენი ლუდების დიდოსტატია წარმოშობით თუში შოთა ლაგაზიძე, რომელიც ამავდროულად საუკეთესო ბუნებრივ ღვინოს აყენებს სოფელ ალვანში. მან რამდენიმე თვიანი პრაქტიკა გაიარა სიეტლში, აშშ და დაბრუნების შემდეგ საქართველოში არსებული ყველა ლუდსახარშისგან სრულიად განსხვავებულ ლუდებს გვთავაზობს.

ამ ორ ობიექტს შორის აღვადგინეთ კიდევ ერთი ძველი კახური სახლი, რომელსაც „ფირუზა“ შევარქვით. ეზოში უხვადაა ხეხილი, წელს კი გავაშენეთ ბოსტანიც. ჩვენი მენიუ ყოველთვის სეზონურია და ადგილობრივი პროდუქციით მარაგდება პირდაპირ ოჯახებიდან თუ ფერმერთა ბაზრებიდან, ახლა კი საკუთარი პროდუქციაც შევმატეთ ასორტიმენტს, მალე ჩვენივე წარმოების მურაბების, ჯემების და კომპოტების წარმოებასაც ვგეგმავთ. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ პირველ სათემო ორგანიზაციასთან „ნუკრიანის სახელოსნოები“, რომელიც 15 წელიწადზე მეტია აერთიანებს სოფელ ნუკრიანის ქალებს, ეს საუკეთესო მაგალითია თუ როგორ შეიძლება გაერთიანდეს თემი საერთო საქმის გარშემო და ამით გააძლიეროს საკუთარი ოჯახი თუ სოფელი.

რას ვთავაზობთ სტუმრებს?

- საინტერესო საცხენოსნო დღის თუ ღამის ტურები პატარა ეკლესიებში, სიღნაღის და მიმდებარე ტერიტორიაზე ულამაზესი ხედებით; ასევე საცხენოსნო გაკვეთილები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, ყველა ასაკის მოსწავლეებისთვის

- კრაფტ ლუდი, რომელსაც საკუთარ ლუდსახარშში ვამზადებთ, ვართ პირველი სასტუმრო რომელსაც აქვს საკუთარი ლუდსახარში

- კომფორტული და გემოვნებიანი ინტერიერი, სადაც კარგად ერწყმის ერთმანეთს ტრადიციული არქიტექტურა და თანამედროვე დიზაინი.

- საინტერესო მასპინძლები, სტუმრები და გამორჩეული გარემო, ჩვენთან თითოეული სტუმრობა ემოციებით დატვირთული და განსხვავებულია

- ველური ბუნება და სოფელი, განსხვავებული მენიუ და უგემრიელესი სამზარეულო, რომელიც სეზონური პროდუქტით მარაგდება ჩვენი ბაღებიდან და სოფლად მცხოვრები ოჯახებიდან თუ ფერმერული ბაზრებიდან.

- განსხვავებული ღონისძიებების დაგეგმვა როგორც კერძო ისე კორპორაციული დაკვეთებისთვის

რასაც აქ ვქმნით, არის ის რასაც ჩვენ ვეძებთ როდესაც თავად ვმოგზაურობთ, სწორედ ამიტომ გამოგვდის მასპინძლობა ისე, რომ ჩვენი სტუმრები კიდევ არა-ერთხელ გვიბრუნდებიან და საკუთარ მეგობრებსა თუ კოლეგებსაც სიამოვნებით უზიარებენ აქაურ შთაბეჭდილებებს.


+995 599 795529
info@lostridgeinn.com
www.lostridgeinn.com

შეთავაზებები

Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - სასტურმრო, კრაფტ ლუდსახარში და საცხენოსნო რანჩო \
სასტუმრო
Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - სასტურმრო, კრაფტ ლუდსახარში და საცხენოსნო რანჩო "მიკარგული ქედი"

ჩვენი აგროტურისტული კომპლექსი სიღნაღის მშვიდ და ლამაზ, ერთ დროს მიტოვებულ სოფელ ქედელში მდებარეობს. ...

200.00 ₾ კაცზე

დაჯავშნა

შეაფასე Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - სასტურმრო, კრაფტ ლუდსახარში და საცხენოსნო რანჩო "მიკარგული ქედი"

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!