
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მირზაანის "ალავერდის" ეკლესია კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მდებარეობს. იგი XIV-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა სხვადასხვა პერიოდისა და ზომის ორი, ერთმანეთზე მიდგმული ნაწილისაგან შედგება. თავდაპირველად აქ დარბაზული ეკლესია მდგარა, რომელსაც მოგვიანებით დასავლეთიდან მოზრდილი დარბაზი მიაშენეს. ძველი ეკლესიის შემორჩენილი ნაწილი, საკურთხეველი და დარბაზის თითქმის ნახევარი, ახალი ნაგებობის საკურთხევლად გადააქციეს. გვიანი პერიოდისაა ეკლესიაზე დაშენებული სამრეკლოც. ტაძრის აფსიდი გეგმით ოდნავ ნალისებრი მოხაზულობისაა. აფსიდის ქვედა ნაწილი თავდაპირველია, ზედა ნაწილი კი გვიანდელია და ძველი ეკლესიის კედლების ზედა მონაკვეთთან ერთად დარბაზის მიშენების დროს არის აღდგენილი. ამავე პერიოდისაა საკურთხევლის ფართე შეისრული თაღიც. საკურთხეველი, დარბაზის იატაკთან მიმართებით, ოდნავ შემაღლებულია. დარბაზის გრძივი კედლებზე განიერი პილასტრებია, რომლებსაც შესისრული საბჯენი თაღი ეყრდნობა. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. ინტერიერი შელესილია. აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, ასეთივე თითო სარკმელია დანარჩენ კედლებშიც. ფასადები სადაა, მორთულია მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები - კედლებზე წყობის შეწევით მიღებული, საფეხუროვან პოსტამენტზე მდგარი ჯვრებია გამოსახული. ჯვრებში მოჭიქული აგურია გამოყენებული. დასავლეთის სარკმელი ჯვრის ზედა მკლავშია მოქცეული. ფასადები ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით სრულდება. ეკლესიის ძველი ნაწილი საშუალო ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით არის ნაგები, გვიანი ნაწილი კი - რიყის ქვისა და კვადრატული აგურის შერეული წყობით. სამრეკლო რვაწახნაგაა. თითოეული წახნაგი შეისრულთაღიანი ღიობით არის გახსნილი. სამრეკლოს რვაწახნაგა, პირამიდული გადახურვა აქვს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა