დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
74181616_3165305863486781_450460  სახლიArtist\'s House (  სახლიArtist\'s House (  სახლიArtist\'s House (  სახლიArtist\'s House (  სახლიArtist\'s House (  სახლიArtist\'s House (  სახლიArtist\'s House (  სახლი Artist\'s House  სახლი Artist\'s House  სახლი Artist\'s House  სახლი Artist\'s House

მხატვრის სახლის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

"მხატვრის სახლი" - ეს არის კეთილმოწყობილი, მყუდრო და ორიგინალური გარემო, რომელიც ითავსებს მრავალ ფუნქციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ხელოვნებისა და ტურიზმის ერთგვარი სინთეზი, რომელმაც საუცხოო და მეტად სასიამოვნო შედეგი მოგვცა. შენობა-ნაგებობა არის დასრულებული, თუმცა პერიოდულად ვანახლებთ, ვცვლით ექსტერიერ/ინტერიერს, ეზოს დეკორაციებს და ყოველთვის ვცდილობთ ის განსაკუთრებული ნიში და თავისებურება შევუნარჩუნოთ, რომელიც მას ორიგინალურ და განსხვავებულ იერს სძენს.

"მხატვრის სახლი" გთავაზობთ სხვადასხვა სახის მომსახურეობებს, როგორიცაა:

1) ქვემო ქართლის ტურისტული რესურსების საინფორმაციო ცენტრი ( აქ მოსულ ყველა სტუმარსა თუ დაინტერესებულ პირს მივაწვდით საჭირო ინფორმაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით ტურისტულ ადგილებზე, რესტორნებზე, ტურისტულ მარშრუტებზე. იქნება ეს ბუკლეტების, სოციალური ქსელების გამოყენებით თუ ადგილზე მოსვლით).

2) ტურისტული კომპანია ( გთავაზობთ ტურების ჯავშნებს ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, ტრანსპორტს, სერთიფიცირებული გიდის მომსახურეობას, სასტუმროს მომსახურეობას და, რაღა თქმა უნდა კვებას).

3) საოჯახო სასტუმრო ( სასტუმროს აქვს 5 დიდი, კეთილმოწყობილი ნომერი, 4 სველი წერტილი, სამზარეულო, სასადილო ოთახი ბუხრით, მისაღები ოთახი, 2 ვერანდა. სასტუმროს ჰყავს საკუთარი ტრანსპორტი და უზრუნველყოფილია გიდისა და მძღოლის მომსახურეობით. შეძლებთ უგემრიელესი ადგილობრივი კერძების/სასმლის დაგემოვნებას. დაგხვდებათ თბილი და მოსიყვარულე დიასახლისი და, რაც მთავარია, ოჯახურ, მეგობრული გარემო).

4) გალერეა და სახელოსნო არტ-მასტერკლასებისთვის (შესაძლებელია პერსონალური და ჯგუფური გამოფენების ჩატარება, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო დონის; შეგიძლიათ დაესწროთ და უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა ქართველი ცნობილი მხატვრებისა და ხელოვანი ადამიანების არტ-მასტერკლასებში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში;

5) საკონფერენციო სივრცე ( გთავაზობთ სივრცეს სხვადასხვა სახის კონფერენციების, ტრენინგების, საქმიანი შეხვედრებისა თუ ღონისძიებების ჩასატარებლად, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში,სეზონის მიხედვით).

6) შემეცნებით-გასართობი და დასასვენებელი ადგილი ( შესაძლებელია სხვადასხვა სახის ღონისძიებების, დაბადებიის დღეების, წვეულბებისა და საღამოების გამართვა, ინდივიდუალური მოთხოვნებისა და სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინებით).

თეგები: #საცხოვრებელი #საოჯახო სასტუმრო

ახლოს მდებარე შეთავაზებები

+995 593 267****
*****@gmail.com
ხანგრძლივობა: 2 დღე
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

ფასები

მომსახურება/პროდუქტიფასი
ღამისთევა (1 პერსონა)35Sign of Georgian Lari.svg
კვება - საუზმე, სადილი, ვახშამი15, 20, 25Sign of Georgian Lari.svg
ტურისტული გიდი100Sign of Georgian Lari.svg
მძღოლი/ავტომობილი100Sign of Georgian Lari.svg
არტ-მასტერკლასებში მონაწილეობა (1 პერსონა)80Sign of Georgian Lari.svg
საკონფერენციო სივრცის ქირაობა (ღია/დახურული) - 10 კაციანი ჯგუფი
150Sign of Georgian Lari.svg
სივრცე დაბადების დღეების, წვეულებებისა და  ღონისძიებებისათვის 20 კაციანი ჯგუფი
200Sign of Georgian Lari.svg

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
Irma Bibiluri

ეს არის ადგილი, სადაც მხოლოდ ფიზიკურად არ დაიმუხტები, მიიღებთ საუკეთესო და ლამაზ ემოციებსა და გამოცდილებას ხელოვნების მრავალ მიმართულებაში.არაჩვეულებრივი გარემო და სითბოა ამ სასტუმროში.მასპინძელი თანამედროვე მხატვარი და მხიარული , კეთილი,ნიჭიერი ია არსენიშვილი, რეკომენდაციას ვუწევ გულით და სულით, ეწვიეთ, მეგობრებო❤️✨❣️

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მხატვრის სახლი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 593 267****