"მხატვრის სახლი" - ეს არის კეთილმოწყობილი, მყუდრო და ორიგინალური გარემო, რომელიც ითავსებს მრავალ ფუნქციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ხელოვნებისა და ტურიზმის ერთგვარი სინთეზი, რომელმაც საუცხოო და მეტად სასიამოვნო შედეგი მოგვცა. შენობა-ნაგებობა არის დასრულებული, თუმცა პერიოდულად ვანახლებთ, ვცვლით ექსტერიერ/ინტერიერს, ეზოს დეკორაციებს და ყოველთვის ვცდილობთ ის განსაკუთრებული ნიში და თავისებურება შევუნარჩუნოთ, რომელიც მას ორიგინალურ და განსხვავებულ იერს სძენს.
"მხატვრის სახლი" გთავაზობთ სხვადასხვა სახის მომსახურეობებს, როგორიცაა:
1) ქვემო ქართლის ტურისტული რესურსების საინფორმაციო ცენტრი ( აქ მოსულ ყველა სტუმარსა თუ დაინტერესებულ პირს მივაწვდით საჭირო ინფორმაციას სრულიად საქართველოს მასშტაბით ტურისტულ ადგილებზე, რესტორნებზე, ტურისტულ მარშრუტებზე. იქნება ეს ბუკლეტების, სოციალური ქსელების გამოყენებით თუ ადგილზე მოსვლით).
2) ტურისტული კომპანია ( გთავაზობთ ტურების ჯავშნებს ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, ტრანსპორტს, სერთიფიცირებული გიდის მომსახურეობას, სასტუმროს მომსახურეობას და, რაღა თქმა უნდა კვებას).
3) საოჯახო სასტუმრო ( სასტუმროს აქვს 5 დიდი, კეთილმოწყობილი ნომერი, 4 სველი წერტილი, სამზარეულო, სასადილო ოთახი ბუხრით, მისაღები ოთახი, 2 ვერანდა. სასტუმროს ჰყავს საკუთარი ტრანსპორტი და უზრუნველყოფილია გიდისა და მძღოლის მომსახურეობით. შეძლებთ უგემრიელესი ადგილობრივი კერძების/სასმლის დაგემოვნებას. დაგხვდებათ თბილი და მოსიყვარულე დიასახლისი და, რაც მთავარია, ოჯახურ, მეგობრული გარემო).
4) გალერეა და სახელოსნო არტ-მასტერკლასებისთვის (შესაძლებელია პერსონალური და ჯგუფური გამოფენების ჩატარება, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო დონის; შეგიძლიათ დაესწროთ და უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა ქართველი ცნობილი მხატვრებისა და ხელოვანი ადამიანების არტ-მასტერკლასებში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში;
5) საკონფერენციო სივრცე ( გთავაზობთ სივრცეს სხვადასხვა სახის კონფერენციების, ტრენინგების, საქმიანი შეხვედრებისა თუ ღონისძიებების ჩასატარებლად, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში,სეზონის მიხედვით).
6) შემეცნებით-გასართობი და დასასვენებელი ადგილი ( შესაძლებელია სხვადასხვა სახის ღონისძიებების, დაბადებიის დღეების, წვეულბებისა და საღამოების გამართვა, ინდივიდუალური მოთხოვნებისა და სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინებით).
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა