
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მოქვის საკათედრო ტაძარი აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ მოქვში მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. ტაძარი აფხაზთა მეფემ - ლეონ III-მ ააგო. მოქვი მნიშვნელოვან რელიგიურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. მოქვის წიგნთსაცავის ხელნაწერებმა დღემდე მოაღწია, მათ შორის განსაკუთრებით ღირებული ნიმუშია მოქვის ოთხთავი. მოქვის საეპისკოპოსო კათედრა X საუკუნეში დაარსდა, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი კი განსაკუთრებით XIII საუკუნიდან დაწინაურდა. ტაძარი დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ, თუმცა მხატვრობის ამ ფენის კვალი დღესდღეობით არ ჩანს. XX საუკუნის 80-იან წლებში გამოვლინდა გვიანი შუა საუკუნეების მოხატულობის ნაშთები, რომელშიც მრავლად იყო შემორჩენილი ქართული წარწერები. აფხაზეთის ტერიტორია დღესდღეობით ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება ვერ ხერხდება.
მოქვის საკათედრო ტაძარი ჩახაზულის ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. ეკლესიას აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს (საკურთხევლისა და პასტოფორიუმების). საკურთხევლის აფსიდი დაგრძელებულია ღრმა ბემით. საკმაოდ დაბალი, თორმეტწახნაგა, გუმბათის ყელი თავისუფლად მდგომ ოთხ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. ნაგებობის ძირითად ბირთვს სამმხრივი ორსართულიანი გარშემოსავლელი (შენობას ეკვრის სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან) ემატება, რომელიც მთლიანად ჩართულია შიდა სივრცეში ღია თაღებით. ტაძრისთვის მოგვიანებით სამი მხრით თაღებით გახსნილი კარიბჭე მიუშენებიათ. ფასადები სრულიად სადაა და მოპირკეთებულია სუფთად თლილი ქვით. ერთიან, გლუვ ზედაპირებს მხოლოდ ორ იარუსად განლაგებული სარკმლების მწკრივები ანაწევრებს.


ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა