
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მუშთაიდის ბაღი თბილისში, ბარათაშვილისა და ცაბაძის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. იგი ერთ-ერთი პოპულარული ადგილია თბილისში. ბაღი კეთილმოწყობილია და შესანიშნავია დასვენებისა და განტვირთვისთვის. აქ მრავალი გასართობი და ატრაქციონია მოწყობილი ბავშვებისთვის და შეძლებთ ხალისიანად გაატაროთ დრო ოჯახთან ერთად. მუშთაიდის ბაღის ერთ-ერთი განსაკუთრებული ატრაქციონი საბავშვო მატარებელია, რომელიც წრიული მარშრუტით ულამაზეს ბაღს მოგატარებთ. აქვეა აბრეშუმის მუზეუმიც, სადაც მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექციაა დაცული, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, აგრეთვე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოსულ ექსპონატებს. ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს მოძრაობის თეატრიც, სადაც საინტერესო სპექტაკლების ნახვას შეძლებთ. იგი ჟანრების თეატრია და თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას აერთიანებს. აქვე იპოვნით რესტორნებსაც, სადაც სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. ბაღის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა რელიქტური ხის - ძელქვის კორომი, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მას. პარკს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს, აქ გაიგონებთ ბედნიერებისა და ბავშვური უზრუნველობის ხმებს.
მუშთაიდის ბაღი ერთ-ერთი უძველესი ბაღია თბილისში. იგი XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. ბაღი გააშენა ირანიდან გამოქცეულმა მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზმა, რომელიც აზერბაიჯანში ირანის შიიტების რელიგიური ლიდერი - მუჯთაჰიდი იყო. მას დასასახლებლად თბილისი ქართველი ცოლის გამო აურჩევია. ამავე ბაღშია დაკრძალული მისი მეუღლე. 1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა და აქ სისტემატურად ეწყობოდა სახალხო სეირნობები, გამოფენები და სპექტაკლები. 1887 წელს ბუნებისმეტყველის, ნიკოლოზ შავროვის ხელმძღვანელობით ბაღის ტერიტორიაზე კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური დაარსდა. კომკლექსის დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში დაინგრა, შემორჩენილია მთავარი შენობა, სადაც ამჟამად აბრეშუმის მუზეუმია განთავსებული. მას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს. 1935 წელს მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა ამოქმედდა. ბაღში მოქმედებდა თეატრი, ღია ესტრადა, კაფე-რესტორანი, გარდა საბავშვო რკინიგზისა ფუნქციონირებდა სხვადასხვა ატრაქციონი. მუშთაიდის ბაღი დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. კეთილმოწყობილი და მრავალფეროვანი ბაღი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად და გასართობად.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა