დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
Мзиури Парк, Mziuri park Мзиури Парк, Mziuri park Мзиури Парк, Mziuri park - მზიური Мзиури Парк, Mziuri park Мзиури Парк, Mziuri park

მზიურის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბავშვთა ქალაქი მზიური თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. იგი თბილისის ერთ-ერთი პოპულარული და დადებითი განწყობით სავსე ადგილია. მზიურში მოწყობილია სასეირნო ბილიკები, საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი და გასართობები ბავშვებისთვის. შესასვლელში ნოდარ დუმბაძის პერსონაჟების ქანდაკებები დგას. პარკის ცენტრალურ ნაწილში ამფითეატრია, სადაც წარმოდგენები, კინოჩვენებები, კონცერტები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება. ბაღში ფუნქციონირებს კაფე მზიური, სადაც სასიამოვნო და ხალისიანი გარემო დაგხვდებათ. ეს სოციალური კაფეა, რომლის მოგება მზიურის განვითარებასა და მის შინაარსობრივად გამდიდრებას ხმარდება. დაბურული ტყე-პარკი და მრავალფეროვნება შესანიშნავ გარემოს ქმნის, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. ეს ბაღი ერთგვარად სიკეთისა და ზღაპრული სამყაროს სიმბოლოდაც კი იქცა და ქალაქის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია. მზიურის დაარსების იდეა ქართველ მწერალს - ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის. 1975 წელს გაზეთში - “ლიტერატურული საქართველო” იგი წერდა: “წამხედურობად ნუ ჩამომართმევთ და ხომ არ აჯობებდა, მდინარე ვერეს ხეობაში, იქიდან დაწყებული, სადაც ახლა ზოოპარკია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელამდე, ჩვენებური, ქართული „დისნეილენდი“ აგვეშენებინა”? პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. იგი 1982 წელს გაიხსნა. 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად პარკი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა დღესდღობით განახლებულია და უფრო და უფრო აქტიური და სიცოცხლით სავსე ხდება. მზიური ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია განტვირთვისთვის, დასვენებისთვის, ოჯახთან ერთად დღის ხალისიანად გასატარებლად.

თეგები: #ბუნება #ბაღი #პარკი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მზიური

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!