
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში მდებარეობს. ნიკო ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) XIX საუკუნის ქართველი პრიმიტივისტი მხატვარია. მის შემოქმედებას დღეს მთელს მსოფლიოში იცნობენ. ის ცნობილია ტრაგიკული და ბოჰემური ბიოგრაფიითაც. ფიროსმანი მედუქნეების შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სხვადასხვა კომპოზიციებს. მან სიცოცხლის ბოლომდე ვერ დააღწია თავი უკიდურესად გაჭირვებულ ყოფას. ფიროსმანი როგორც მხატვარი პირველად ძმებმა ზდანევიჩებმა აღმოაჩინეს და გააცნეს ევროპას მისი შემოქმედება. მხატვრის ნამუშევრებმა დიდი გავლენა მოახდინა პაბლო პიკასოზე, მან ფიროსმანის პორტრეტის გრავიურაც შექმნა. ფიროსმანის ბიოგრაფიაზე ბევრი დაზუსტებული ცნობა არ მოიპოვება, დაკარგულია მისი საფლავიც. ნიკო ფიროსმანის საზოგადოებისთვის გაცნობაში ასევე დიდი წვლილი შეიტანეს მხატვრებმა: დავით კაკაბაძემ, დიმიტრი შევარდნაძემ და ლადო გუდიაშვილმა. ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმი მის მამაპაპისეულ სახლშია განთავსებული. აქ ნახავთ ქიზიყური ყოფის ამსახველ ექსპონატებს, ფარდაგების კოლექციას და რაც მთავარია მხატვრის ორიგინალ ფერწერულ ტილოებს. აქ არის გამოფენილი აგრეთვე პიკასოს გრავიურა - “ფიროსმანის პორტრეტი”.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა