
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ნორაშენის ღვთისმშობლის სომხური ეკლესია, მდებარეობს თბილისში, ქვემო კალაში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ჯვარის მამის გვერდით. პირველი ეკლესია აქ აშენდა 1740 წელს. ამჟამად მდგომი ეკლესია ძირითადად აგებულია 1790-96 წლებში (ცალკეული სამუშაოები 1830-იან წლებამდე გრძელდებოდა).
ნორაშენი აგურით ნაგები, „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ეკლესიაა. გუმბათი ეყრდნობა ორ მსხვილ მრგვალ ბურჯსა და აფსიდის კედლების შვერილებს. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს. სამრეთის კარის წინ არის XIX ს-ის I ნახევარში მიშენებული, თლილი ქვით მოპირკეთებული და უხვად მოჩუქურთმებული ასიმეტრიული კარიბჭე. ამავე დროისაა დასავლეთ მკლავის კეხზე აღმართული მომცრო აჟურული სამრეკლო. ეკლესიის ფასადებს ამკობს დეკორატიული თაღნარი. იერით ნორაშენის ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების სომხურ და ქართულ არქიტექტურას უკავშირდება, თუმცა ფასადთა გაფორმებაში თავს იჩენს კლასიციზმის ელემენტებიც (ფრონტონები თაღოვანი ნიშების თავზე).
შიგნით ეკლესიის კედლებში ჩადგმულია XVII საუკუნის ხაჩკარები. ეკლესიას ამკობს თბილისელი სომეხი მხატვრის მკრტუმ ოვნათანიანის მიერ 1834-35 წლებში შესრულებული მოხატულობა.
ეკლესიის დასავლეთ კედელთან, კარის მარჯვნივ თბილისელი სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ თამამშევის (1852-1908) საფლავია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა