დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

მომსახურების ზოგადი წესები და პირობები სტუმრებისთვის

შესავალი


აღნიშნული წესები და პირობები, რომლებიც შესაძლოა შეიცვალოს დროთა განმავლობაში, ვრცელდება ჩვენს ყველა მომსახურებაზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ პირდაპირი ან არაპირდაპირი (გამავრცელებლების საშუალებით) გზით, ნებისმიერი მობილური მოწყობილობის, მეილის ან ტელეფონის საშუალებით. ვებ-გვერდზე შემოსვლით, ძებნით, სხვა ნებისმიერ სახით ან პლატფორმით (შემდგომში კოლექტიურად მოიხსენიება როგორც "პლატფორმა") სარგებლობისას და/ან დაჯადავშნის განხორციელებისას აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს (კონფიდენციალურობის შესახებ განცხადების ჩათვლით).

ეს გვერდები, ამ გვერდების შინაარსი და ინფრასტრუქტურა, და ონლაინ დაჯავშნის სერვისი (გამარტივებული საგადახდო მომსახურების ჩათვლით), რომლებიც უზრუნველყოფილია ჩვენს მიერ ამ გვერდებზე ვებ-გვერდის საშუალებით, ეკუთვნის GeorgianTravelGuide LLC-ს და განკუთვნილია მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული (B2C) გამოყენებისთვის, ქვემოთ მოცემული წესებისა და პირობების შესაბამისად. მასპინძელთან არსებული ურთიერთობა რეგულირდება ცალკეული წესებისა და პირობების შესაბამისად, რომელიც არეგულირებს თითოეულ მასპინძელთან არსებულ კომეცრიულ (B2B) ურთიერთობას. თითოეული მასპინძელი უშუალოდ მოქმედებს GeorgianTravelGuide LLC-თან მიმართებაში, როდესაც GeorgianTravelGuide.com-ზე ხელმისაწვდომს ხდის პროდუქტსა და/ან მომსახურებას (როგორც ბიზნესი ბიზნესისთვის (“B2B”) და/ან ბიზნესი-მომხმარებლებისთვის ("B2C") ურთიერთობისთვის).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვებ-გვერდზე არსებული სტანდარტული მომსახურების პირობებთან ერთად მასპინძლებს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი მიწოდების/ხელმისაწვდომობის /დაჯავშნის და სხვა მომსახურების წესები/პირობები, რომელიც შეიძლება შეიცავდეს პასუხისმგებაზე გარკვეულ უარყოფასა და შეზღუდვას.


პლატფორმა, GeorgianTravelGuide.com“ და კომპანია ნიშნავს ვებ-გვერდს(ებს), აპლიკაციას, ხელსაწყოებს, ან/და სხვა მოწყობილობებს და მის შვილობილ კომპანიებს და ბიზნესპარტნიორებს, რომლებზეც ან რომლის საშუალებითაც მომსახურება არის ხელმისაწვდომი.

„ტურისტული პროდუქტი“ - საცხოვრებლი, გართობი, სატრანსპორტო მომსახურება, ტურ, სამუგზაურო დაზღვევა და ნებისმიერსხვა მოგზაურობის ან მასთან დაკავშირებული პროდუქტან მომსახურება, რომელიც შესაძლებელია იყოს შეკვეთილი, შეძენილი, გადახდილი, ნაქირავები, დაჯავშნილი ან კომბინირებული სტუმრის მიერ და შემოთავაზებულია/უზრუნველყოფილია მასპინძლის მიერ პლატფორმაზე.

სტუმარი ნიშნავს პლატფორმის მნახველს, ან მასპინძლის მომხმარებელს.

მასპინძელიფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირდება პლატფორმაზე და მომსახურებას სთავაზობს პლატფორმის სტუმრებს. მასპინძელმა სტუმარს შეიძლება შესთავაზოს საცხოვრებლი, გართობი, სატრანსპორტო მომსახურება, ტურ, სამუგზაურო დაზღვევა და ნებისმიერსხვა მოგზაურობის ან მასთან დაკავშირებული პროდუქტან მომსახურება, რომელსაც დროდადრო ხელმისაწვდომს ხდის პლატფორმაზე დასაჯავშნად (B2B ან B2C-ის შემთხვევაში).

მომსახურება” ნიშნავს ონლაინ შესყიდვას, შეკვეთას, გადახდას ან დაჯავშნის სერვისს, რომელიც შესაძლებელია GeorgianTravelGuide.com-ის მეშვეობით მასპინძლის მიერ პლატფორმაზე შემოთავაზებულ სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტთან დაკავშირებით.

„ტურისტული პროდუქტის დაჯავშნა” ნიშნავს „ტურისტული პროდუქტის შეკვეთას, შესყიდვას, გადახდას, დაჯავშნას ან რეზერვაციას.


1. ჩვენი მომსახურების მოქმედების სფერო და ბუნება


შპს „საქართველოს ტურისტული გამკვლევი“ პლატფორმის მეშვეობით მასპინძლებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად წარმართონ თავიანთი ბიზნესი. მასპინძლებს შესაძლებლობა აქვთ რეკლამირება მოახდინონ, გაყიდონ, ხელი შეუწყონ განვითარებას და/ან შესთავაზონ თავიანთი ტურისტული პროდუქტი შეკვეთისთვის, დაჯავშნისთვის, გაქირავებისთვის და რომლის დახმარებითაც პლატფორმის სტუმრებს შეუძლიათ აღმოაჩინონ, მოძებნონ, შეადარონ, შეუკვეთონ, დაჯავშნონ, შეისყიდონ ან გადაიხადონ.

მომსახურების გამოყენებით თქვენ ამყარებთ პირდაპირ (იურიდიულად სავალდებულო) ხელშეკრულებით ურთიერთობას მასპინძელთან, რომელთანაც ჯავშნით და შეისყიდით ტურისტულ პროდუქტს. იმ მომენტიდან, როცა ჯავშნით ტურისტულ პროდუქტს, პლატფორმა მოქმედებს მხოლოდ როგორც შუამავალი თქვენსა და მასპინძელს შორის, გადავცემთ თქვენი ჯავშნის შესაბამის მონაცემებს შესაბამის მასპინძელს(ებს) და მასპინძლის სახელით გიგზავნით დასტურის მეილს. GeorgianTravelGuide.com არ (გადა)ყიდის, აქირავებს, გთავაზობთ რაიმე ტურისტულ პროდუქტს.

მომსახურების გაწევისას, ინფორმაციას რომელსაც გაწვდით, დაფუძნებულია მასპინძლის მიერ ჩვენთვის მწოდებულ ინფორმაციაზე. ამრიგად, მასპინძლებ, რომლებიც ხელს უწყობენ და ყიდიან თავის ტურისტულ პროდუქტს პლატფორმაზე, აქვთ წვდომა მართვის პანელზე, რომლის საშუალებითაც ისინი სრულად პასუხისმგებლები არიან ყველა განაკვეთის/საფასურის/ფასების, ხელმისაწვდომობის, პოლიტიკის & პირობების და სხვა შესაბამისი ინფორმაციის განახლებაზე პლატფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა მომსახურების გაწევისას იყენებს მის ხელთ არსებულ რესურსებსა და უნარებს იჩენს სიფრთხილეს, იგი ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ყველა ინფორმაცია არის ზუსტი, სრულყოფილი ან სწორი და ასევე ვერ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერ შეცდომაზე (აშკარა და ტიპოგრაფიული შეცდომების ჩათვლით), ნებისმიერ შეფერხებაზე (პლატფორმის რაიმე (დროებითი ან/და ნაწილობრივი) დაზიანების, შეკეთების, განახლების გამო), არასწორ, ტყუილ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციაზე ან ინფორმაციის არ მიღებაზე. თითოეული მასპინძელი ნებისმიერ დროს პასუხისმგებელია პლატფორმაზე არსებული (აღწერილობითი) ინფორმაციის (განაკვეთის/საფასურის/ფასების, პოლიტიკის & პირობების და ხელმისაწვდომობის ჩათვლით) სიზუსტეზე, სისრულესა და სისწორეზე. პლატფორმა არ წარმოადგენს და არ უნდა განიხილებოდეს როგორც ნებისმიერი მასპინძლის ხარისხის, მომსახურების დონის, კვალიფიკაციის ან რეიტინგის განმსაზღვრელი ან გარანტი.

პლატფორმის მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ პირადი და არაკომერციული გამოყენებისთვის. აქედან გამომდინარე, თქვენ არ გაქვთ ნებართვა გადაყიდოთ, გამოიყენოთ, გადაწეროთ, ჩაატაროთ მონიტორინგი (მაგ. spider, scrape), გამოაჩინოთ, გადმოწეროთ ან აღადგინოთ რაიმე კონტენტი ან ინფორმაცია, პროგრამული უზრუნველყოფა, ჯავშნები, ბილეთები, პროდუქტები ან სერვისები, რომლებიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე, ნებისმიერი კომერციული ან კონკურენტული აქტივობისთვის ან მიზნისთვის.


2. ფასები


მასპინძლების მიერ ჩვენს პლატფორმაზე შემოთავაზებულია კონკურენტუნარიანი ფასები. ფასები ნაჩვენებია ყველა გადასახადის გათვალისწინებით, თუ ჩვენს პლატფორმაზე ან ელექტრონულ დადასტურებაში / ბილეთში სხვა რამ არ არის დადგენილი. ბილეთის ფასები მოცემულია ერთ ადამიანზე ან ჯგუფზე და ექვემდებარება მოქმედების ვადას ან მოქმედების ვადის გასვლას, როგორც მითითებულია ბილეთზე, საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისი ხარჯები და გადასახადები შესაძლოა დაგექვითოთ მასპინძლის მიერ, არ გამოცხადების ან გაუქმების შემთხვევაში.

პლატფორმაზე ზოგჯერ ხელმისაწვდომია შედარებით იაფი ტარიფები კონკრეტულ ტურისტულ პროდუქტზე, თუმცა მასპინძლების მიერ შემოთავაზებულ ტარიფებს შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული პირობები და შეზღუდვები (მაგალითაც, როდესაც არ ექვემდებარება გაუქმებასა და დაბრუნებას). გთხოვთ, დაჯავშნამდე ყურადღებით გაეცანით შესაბამის ტურისტული პროდუქტის დაჯავშნის პირობებს, ასევე დეტალებს ამგვარი პირობების შესახებ.

ვალუტის გადამყვანი მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისაა და არ უნდა ჩაითვალოს როგორც ზუსტი და ფაქტობრივი პერიოდისთვის; ფაქტობრივი განაკვეთები შეიძლება განსხვავდებოდეს.

აშკარა შეცდომებდა უზუსტობებ(ბეჭდვითი შეცდომების ჩათვლით) არ არის სავალდებულო ძალის მქონე.


3. კონფიდენციალურობა და Cookies


GeorgianTravelGuide.com პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას. დამატებითი ინფორმაციისთვის

გთხოვთ იხილოთ ჩვენი კონფიდენციალურობისა და Cookies პოლიტიკა.


4. მომხმარებლებისთვის უფასოდ, იხდიან მხოლოდ მასპინძლები!


თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, პატფორმის მომსახურება უფასოა მომხმარებლებისთვის, რადგან სხვა მხარეებისგან განსხვავებით, GeorgianTravelGuide.com არ დაგაკისრებთ გადასახადს ან რაიმე დამატებით (დაჯავშნის) გადასახადს განაკვეთზე. მასპინძელს გადაუხდით იმ თანხას, რომელიც მითითებულია „ტურისტული პროდუქტის დაჯავშნისას.

მასპინძელი GeorgianTravelGuide.com-ს უხდის საკომისიოს (პროდუქტის ფასის მცირე პროცენტს) მას შემდეგ, რაც საბოლოო სტუმარმა გამოიყენა მასპინძლის ტურისტული პროდუქტი (მაგ. მას შემდეგ რაც სტუმარმა მონაწილეობა მიიღო მასტერკლასში).

მხოლოდ იმ მასპინძლებს, რომლებსაც აქვთ კომერციული ურთიერთობა GeorgianTravelGuide.com-თან (ხელშეკრულებით გათვალისწინებული), ექნებათ წვდომა პლატფორმაზე (მათი B2B და/ან B2C და/ან C2C პროდუქტის ხელის შეწყობისთვის).


5. ანგარიშსწორება


პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას დაჯავშნის დროს, ტურისტული პროდუქტის ღირებულება გადაუხადოთ მასპინძელს (მთლიანად ან ნაწილობრივ და როგორც ეს გათვალისწინებულია მასპინძლის გადახდის პოლიტიკის თანახმად) პლატფორმაში ინტეგრირებული online გადახდის სისტემის მეშვეობით.

ნებისმიერი გადახდა, რომელიც სრულდება და ირიცხება მასპინძლის სახელზე, ნებისმიერ შემთხვევაში წარმოადგენს თქვენს მიერ შესაბამისი ტურისტული პროდუქტის ღირებულების (ნაწილის) გადახდას და თქვენ არ შეგიძლიათ მოითხოვოთ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.


6. წინასწარი გადახდა, გაუქმება და არ გამოცხადება


მასპინძელთან ტურისტული პროდუქტის დაჯავშნით, თქვენ ეთანხმებით მასპინძლის გაუქმების და არ გამოცხადების პოლიტიკას, დამატებით წესებსა და პირობებს, რომლებიც შესაძლოა იყოს გამოყენებული ტურისტული პროდუქტის ჩათვლით. მასპინძლის ყველა პოლიტიკა, შესაბამისი წესები და პირობები ხელისაწვდომია ტურისტული პროდუქტის აღწერაში.

გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული განაკვეთები, მოსაკრებლები ან სპეციალური შეთავაზებები არ ექვემდებარება გაუქმებას, დაბრუნებას ან შეცვლას. ჯავშნის შესრულებამდე, გთხოვთ ყურადღებით შეამოწმოთ თქვენი ტურისტული პროდუქტის დეტალები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტურისტული პროდუქტის ჯავშანი, რომელიც მოითხოვს თანხის ავანსად გადახდას (მთლიანად ან ნაწილობრივ), შესაძლოა გაუქმდეს (წინასწარი გაფრთხილების ან ნაგულისხმევი შეტყობინების გარეშე) თუ შესაბამისი (დარჩენილი) თანხა სრულად ვერ შეგროვდება შესაბამისი ვადის ან გადახდის თარიღისთვის, მასპინძლის შესაბამისი გადახდის პოლიტიკის და დაჯავშნის პირობების თანახმად. გაუქმების და წინასწარი გადახდის პოლიტიკა შეიძლება განსხვავდებოდეს თითოეულ ტურისტულ პროდუქტზე.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენი ჯავშნის დადასტურებაში, რათა გაეცნოთ დამატებით წესებს, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული მასპინძლის მიერ.

დაგვიანებული გადასახადი ან არასაკმარისი საშუალებები ანგარიშზე წარმოადგენს თქვენს რისკს, და თქვენ არ გაქვთ წინასწარ გადახდილი (არა დაბრუნებადი) თანხის უკან დაბრუნების უფლება, სანამ მასპინძელი არ იქნება თანახმა (წინასწარი) გადახდისა და გაუქმების პოლიტიკის თანახმად.

თუ გსურთ ტურისტული პროდუქტის ჯავშნის გადახედვა, შეცვლა ან გაუქმება, დაბრუნდით დადასტურების ელ. მეილზე ან პლატფორმაზე თქვენ პირად გვერდზე და მიჰყევით მასში მითითებულ ინსტრუქციას. გაითვალისწინეთ, რომ გაუქმების შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაგეკისროთ გადასახდელი თანხა, მასპინძლის პოლიტიკის თანახმად გაუქმების, წინასწარ (გადახდის) და არ გამოცხადების შესახებ, ან არ აგინაზღაურდებათ (წინასწარ) გადახდილი თანხა. ჩვენ გირჩევთ, რომ დაჯავშნამდე ყურადღებით გაეცნოთ მასპინძლის პოლიტიკას გაუქმების, წინასწარ (გადახდის) და არ გამოცხადების შესახებ და გახსოვდეთ, რომ შემდეგი გადახდა განახორციელოთ დროულად, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ შესაბამისი დაჯავშნისთვის.

თუ თქვენი გამოცხადება დათქმულ დღეს/დროს დაგვიანდა ან შეფერხდა, ან გამოცხადდით შემდეგ დღეს, აუცილებლად აცნობეთ (დროულად/დაუყოვნებლივ) ამის შესახებ მასპინძელს, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია თქვენი გამოცხადების შესახებ, იმისათვის, რომ თავიდან აირიდონ თქვენი მოზაურობის (ჯავშნის) გაუქმება ან გადასახადის დაკირსება არ გამოცხადებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი კლიენტთა მომსახურების დეპარტამენტი დაგეხმარებათ თქვენი მასპინძლის ინფორმირებაში.

GeorgianTravelGuide.com არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენი დაგვიანებით გამოცხადების ან ტურისტული პროდუქტის გაუქმების ან არ გამოცხადების შემთხვევაში მასპინძლის მხრიდან დაკისრებულ გადასახადზე.


7. (შემდგომი) კორესპონდენცია და კომუნიკაცია


ტურისტული პროდუქტის დაჯავშნით, თქვენ ეთანხმებით, რომ მიიღებთ (i) ელ.მეილს, რომელიც შეიძლება გამოგიგზავნოთ თქვენი ჩამოსვლის თარიღამდე, სადაც მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი დანიშნულების ადგილის შესახებ, ასევე მოგაწვდით გარკვეულ ინფორმაციას და შეთავაზებებს (მესამე მხარის შეთავაზებების ჩათვლით, იმდენად, რამდენადაც თქვენ აქტიურად შეარჩიეთ ეს ინფორმაცია) რომელიც შესაბამისია თქვენი მოგზაურობისთვის (ჯავშნისთვის) და დანიშნულების ადგილისთვის, (ii) ელ.მეილს ჩამოსვლის შემდეგ, რათა შეაფასოთ მასპინძელი და ტურისტული პროდუქტი და (iii) ელ.მეილს, მომხმარებლის მიმოხილვის ფორმის შევსების შესახებ, რომელიც შეიძლება გამოგიგზავნოთ დაუყოვნებლივ ტურისტული პროდუქტის მიღების შემდეგ. დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ შეგვიძლია დაგიკავშირდეთ, იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის და Cookies პოლიტიკა.

GeorgianTravelguide.com არ იღებს რაიმე ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას მასპინძლის მიერ პლატფორმაზე განხორციელებულ ნებისმიერი კომუნიკაციაზე. თქვენ ვერ მიიღებთ რაიმე უფლებას მასპინძლის მხრიდან რაიმე მოთხოვნის ან გზავნილის შესახებ, ან (ნებისმიერი ფორმით) ნებისმიერი შეტყობინებისა თუ მოთხოვნის მიღების დადასტურების შესახებ. GeorgianTravelguide.com არ იძლევა გარანტიას, რომ ნებისმიერი მოთხოვნა ან შეტყობინება იქნება (სწორად და დროულად) მიღებული/წაკითხული, შესრულებული, ან მიღებული მასპინძლის მიერ.

იმისათვის, რომ სწორად შეასრულოთ და უზრუნველყოთ თქვენი ტურისტული პროდუქტის დაჯავშნა, საჭიროა გამოიყენოთ ელ. ფოსტის სწორი მისამართი.

ნებისმიერი პრეტენზია ან საჩივარი GeorgianTravelGuide.com–ის მიმართ, ან ტურისტული პროდუქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უნდა იყოს წარდგენილი, ნებისმიერ შემთხვევაში, პროდუქტის ან მომსახურების (მაგ. გაწერის თარიღი) დასრულების თარითიდან 48 საათის განმავლობაში. ნებისმიერი პრეტენზია ან საჩივარი, რომელიც წარდგენილი იქნება 48 საათის შემდეგ, შესაძლოა იყოს უარყოფილი, ხოლო მოსარჩელე კარგავს უფლებას ნებისმიერ (ზიანი ან ღირებულება) ანაზღაურებაზე.

განაკვეთების და ხელმისაწვდომობის მუდმივი განახლებისა და კორექტირების გამო, ჩვენ გირჩევთ დაჯავშნისას ეკრანის ფოტოს გადაღებას, თქვენი პოზიციის მხარდასაჭერად (საჭიროების შემთხვევაში).


8. სტუმრის მიმოხილვები


მხოლოდ ის სტუმრები, რომლებმაც მიიღეს ტურისტული პროდუქტი ან პროცესში არიან, მოწვეულნი იქნებიან GeorgianTravelguide.com-ის მიერ, რათა გააკეთონ კომენტარი და ქულებით შეაფასონ მასპინძლის ტურისტული პროდუქტი. სტუმრის მიმოხილვა შესაძლოა (ა) აიტვირთოს პლატფორმაზე, შესაბამისი მასპინძლის საინფორმაციო გვერდზე, მომავალი მომხმარებლების ინფორმირების მიზნით მომსახურების (დონის) და მასპინძლის ხარისხზე სტუმრის მოსაზრება, და (ბ) მთლიანად ან ნაწილობრივ იყოს გამოყენებული და განთავსებული GeorgianTravelguide.com-ის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ (მაგ. მარკეტინგისთვის, რეკლამირებისთვის, ან პლატფორმის მომსახურების გაუმჯობესებისთვის) პლატფორმაზე ან სოციალური მედიის პლატფორმებზე, საინფორმაციო ბუკლეტში სპეციალურ აქციებზე, აპლიკაციებზე, ან სხვა საკუთრებაში არსებულ არხებზე, რომლებიც არის გამოყენებული ან კონტროლირებადი GeorgianTravelguide.com-ის ან პლატფორმის ბიზნეს პარტნიორების მიერ. მიმოხილვების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ტურისტული პროდუქტის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. GeorgianTravelGuide.com საშუალებას აძლევს მასპინძელს რეაგირება მოახდინოს მიმოხილვაზე. პლატფორმა იტოვებს უფლებას, კომპანიის შეხედულებისამებრ, დავაკორექტიროთ, უარვყოთ ან წავშალოთ მიმოხილვები, თუ ეს არღვევს პლატფორმის მიმოხილვის პოლიტიკას. GeorgianTravelguide.com არ ანაზღაურებს ან სხვაგვარად არ აჯილდოვებს სტუმრებს მიმოხილვისთვის. სტუმრის მიმოხილვის ფორმა უნდა განიხილებოდეს როგორც კვლევა და არ უნდა შეიცავდეს (შემდგომ კომერციულ) შემოთავაზებებს, მოწვევებს, ან ნებისმიერი წახალისების საშუალებებს. GeorgianTravelguide.com იღებს ვალდებულებას რომ მაქსიმალური ძალისხმება გამოიყენოს იმისთვის, რომ შეამოწმოს და წაშალოს ისეთი მიმოხილვები, რომლებიც შეიცავს უხამსობას ან რომელშიც ნახსენებია ადამიანის სახელი ან მიუთითებს მოპარულ საქონელზე.

GeorgianTravelguide.com არ მიიღებს ისეთ მიმოხილვებს, რომლებიც შეიცავს:

  • არანორმატიულ ლექსიკას, სქესობრივ ხასიათს, სიძულვილის ენას, დისკრიმინაციას, მუქარას, ძალადობას;
  • სრული სახელების ხსენებას, პირად შეტევას პერსონალის მიმართ;
  • არალეგალური აქტივობების ხელშეწყობას (მაგ. ნარკოტიკული საშუალებები, პროსტიტუცია);
  • საიტებს, ელ.მეილებს და მისამართებს, მობილურის ნომრებს, საკონტაქტო დეტალებს;
  • პოლიტიკურად მგრძნობიარე კომენტარებს.

GeorgianTravelguide.com-სა და მასპინძელს უფლება აქვთ შეწყვიტონ ურთიერთობა ნებისმიერი მიზეზის გამო (მათ შორის ხელშეკრულების დარღვევის ან გაკოტრების შემთხვევაში), ორივე მხარის შეთანხმებით, შეტყობინების სათანადო ვადის დაცვით.


9. პასუხისმგებლობის უარყოფა


ამ წესებისა და პირობების გათვალისწინებით და რამდენადაც ეს ნებადართულია კანონით, კომპანია მხოლოდ პასუხისმგებლობას იღებ ფაქტობრივად მიყენებულ პირდაპირ ზარალზე, პლატფორმის მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, თქვენი ჯავშნის საერთო ღირებულების საერთო თანხამდე, როგორც ეს მითითებულია ტურისტული პროდუქტის დაჯავშნის შესახებ დადასტურების წერილში (იქნება ეს ერთი მოვლენა ან მოვლენათა დაკავშირებული რიგი).

თუმცა რამდენადაც ეს დაშვებულია კანონით, არც ჩვენ და არც რომელიმე ჩვენი ოფიცერი, დირექტორი, თანამშრომელი, წარმომადგენელი, რომელიც ჩართულია საიტის და მისი კონტენტის შექმნაში, დასპონსორებაში, რეკლამირებაში, ან სხვაგვარად საიტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, პასუხისმგებლები არ არიან

  • ნებისმიერ საჯარიმო, სპეციალურ, ირიბ ზიანზე ან ზარალზე, პროდუქციის დანაკარგზე, მოგების დანაკარგზე, შემოსავლის დანაკარგზე, ხელშეკრულების დანაკარგზე, გუდვილის ან რეპუტაციის დანაკარგზე ან დაზიანებაზე, სარჩელზე, ზარალის ანაზღაურებაზე,
  • მასპინძელთან დაკავშირებულ ნებისმიერ უზუსტო (აღწერილობით) ინფორმაციაზე (მათ შორის განაკვეთების, ხელმისაწვდომობის ან შეფასების შესახებ), რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე
  • მასპინძლის ან სხვა ბიზნეს პარტნიორის მიერ გაწეულ მომსახურებებზე ან შემოთავაზებულ პროდუქტებზე,
  • ნებისმიერ (პირდაპირ, ირიბ, საჯარიმო) ზარალზე, დანაკარგზე ან ხარჯებზე, რომლებიც გაწეულია თქვენს მიერ, პლატფორმის გამოყენებასთან, გამოყენების შეუძლებლობასთან ან დაგვიანებასთან დაკავშირებით, ან
  • ნებისმიერ (პირად) დაზიანებაზე, გარდაცვალებაზე, ქონებრივ ზიანზე, ან სხვა (პირდაპირ, ირიბ, სპეციალურ, ან საჯარიმო) ზარალზე, დანაკარგებზე ან ხარჯებზე, რომელიც გაწეულია თქვენს მიერ, იქნება ეს (სამართლებრივი) ქმედებების, შეცდომების, დარღვევების, (უხეში) დაუდევრობის, ნაკისრი ვალდებულების განზრახ შეუსრულებლობის, უმოქმედობის, შეუსრულებლობის, ფაქტების დამახინჯების, სამართალდარღვევის ან მკაცრი პასუხისმგებლობის გამო, რომელიც (მთლიანად ან ნაწილობრივ) ეხება მასპინძელს ან ჩვენს რომელიმე ბიზნეს პარტნიორს (მათ შორის მათი ნებისმიერი თანამშრომელი, დირექტორი, ოფიცერი, აგენტები, წარმომადგენლები), რომელთა პროდუქტები ან მომსახურება (პირდაპირ ან ირიბად) ხელმისაწვდომია და შემოთავაზებულია პლატფორმაზე, მათ შორის ნებისმიერი (ნაწილობრივი) გაუქმება, გადაჯავშნა, გაფიცვა, ფორს მაჟორული მოვლენა ან ნებისმიერი სხვა მოვლენა, რომელიც ჩვენი კონტროლის მიღმაა.

GeorgianTravelguide.com არ არის პასუხისმგებელი (და უარყოფს ნებისმიერ ვალდებულებას) ტურისტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გამოყენებაზე, ხარისხზე, მართებულობაზე, ხელმისაწვდომობასა და გამჟღავნებაზე, და ამ მხრივ არ წარმოადგენს შუამავალს, არ იძლევა გარანტიებს ან რაიმე პირობებს, იქნება ეს ნაგულისხმევი, კანონით დადგენილი ან სხვაგვარად განსაზღვრული, მათ შორის ნებისმიერი კომერციული ღირებულების ნაგულისხმევი გარანტიები, წოდება, არასამართალდაღვევა ან ხელმისაწვდომობა კონკრეტული მიზნისთვის. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ მხოლოდ შესაბამისი მასპინძელი პასუხისმგებელია და საკუთარ თავზე იღებს ტურისტულ პროდუქტთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას (მასპინძლის მიერ ყველა გარანტიის და შუამდგომლობის ჩათვლით).

GeorgianTravelguide.com არ არის ტურისტული პროდუქტის გა(და)მყიდველი. ტურისტულ პროდუქტთან დაკავშირებული (მათ შორის შეთავაზებულ (სპეციალური/სარეკლამო) ფასთან, პოლიტიკასთან ან მომხმარებლის მიერ კონკრეტულ მოთხოვნებთან დაკავშირებული) საჩივრები და მოთხოვნები უნდა განიხილებოდეს მასპინძლის მიერ. GeorgianTravelguide.com არ არის პასუხისმგებელი და უარყოფს ნებისმიერ ასეთ საჩივართან, მოთხოვნასთან და (პროდუქტის) ვალდებულებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას.

მიუხედავად იმისა, დაგაკისრათ თუ არა მასპინძელმა ტურისტული პროდუქტის თანხის გადახდა, ან თუ პლატფორმა გიმარტივებთ (ტურისტული პროდუქტის) საფასურის გადახდას, თქვენ ეთანხმებით და აცნობიერებთ, რომ მასპინძელი ყოველთვის პასუხისმგებელია მოქმედი გადასახადის შეგროვებაზე, დაკავებაზე, გადაგზავნაზე ან გადახდაზე, (ტურისტული პროდუქტი) საფასურის მთლიანი თანხის ან შესაბამის საგადასახადო ორგანოებთან გადასახადის მიხედვით.

GeorgianTravelguide.com არ არის პასუხისმგებელი ან ვალდებული მოქმედი გადასახადის შეგროვებაზე, დაკავებაზე, გადაგზავნაზე ან გადახდაზე, (მოგზაურობის) საფასურის მთლიანი თანხის ან შესაბამის საგადასახადო ორგანოებთან გადასახადის მიხედვით.

GeorgianTravelguide.com არ მოქმედებს როგორც ინფორმაციით მოვაჭრე, პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ.

ჩვენს სისტემაში ფოტოების/გამოსახულებების ატვირთვით (მაგალითად მიმოხილვის გარდა) თქვენ ადასტურებთ, იძლევით გარანტიას და ეთანხმებით, რომ ხართ ფოტოების/გამოსახულებების საავტორო უფლებების მფლობელი და თქვენ ეთანხმებით, რომ GeorgianTravelguide.com-ს შეუძლია გამოიყენოს გადმოწერილი ფოტოები/გამოსახულებები საკუთარ (მობილურის) ვებ-გვერდზე და აპლიკაციაში, ასევე (ონალინში/ოფლაინში) სარეკლამო მასალებში და პუბლიკაციებში, და ასევე როგორც GeorgianTravelguide.com ჩათვლის საჭიროდ, საკუთარი შეხედულებისამებრ. თქვენ ანიჭებთ GeorgianTravelGuide.com-ს არაექსკლუზიურ, მსოფლიო მასშტაბის, სამუდამო, უპირობო, მუდმივ უფლებას და ლიცენზიას რომ გამოიყენოს, აღადგინოს, გამოაჩინოს, გაავრცელოს, სუბლიცენზირება მოახდინოს, აწარმოოს კომუნიკაცია და ხელმისაწვდომი გახადოს ფოტოები/გამოსახულებები GeorgianTravelguide.com-ის შეხედულებისამებრ. ფოტოების/გამოსახულებების ატვირთვით, პირი, რომელიც ტვირთავს ფოტო(ებ)ს ეთანხმება, რომ ყველა იურიდიულ საჩივარზე იღებს სრულ იურიდიულ და მორალურ პასუხისმგებლობას, რომელიც განხორციელებულია მესამე პირის მიერ (მათ შორის, მაგრამ შეუზღუდავად, საცხოვრებლის მეპატრონეების ჩათვლით), GeorgianTravelguide.com-ის მიერ ფოტოების/გამოსახულებების გამოქვეყნების და გამოყენების გამო. ყველა ფოტოს/გამოსახულებების სიზუსტე, სინამდვილე და გამოყენების უფლება ეკისრება იმ პირს, რომელმაც ატვირთა ფოტო, და ეს არ წარმოადგენს GeorgianTravelGuide.com-ის პასუხისმგებლობას.

GeorgianTravelGuide.com გამოქვეყნებულ ფოტოებზე უარყოფს ყველა პასუხსიმგებლობას და ვალდებულებას. პირი, რომელმაც ატვირთა ფოტო, იძლევა გარანტიას, რომ ფოტოები/გამოსახულებები არ შეიცავენ რაიმე ვირუსს, “ტროას ცხენებს” ან დაინფიცირებულ ფაილებს და არ შეიცავს ნებისმიერ პორნოგრაფიულ, არალეგალურ, უხამს, შეურაცხმყოფელ, უსიამოვნო ან შეუსაბამო მასალას და არ არღვევს მესამე მხარის (ინტელექტუალური საკუთრების უფლება, საავტორო უფლება ან კონფიდენციალურობა) უფლებებს. ნებისმიერი ფოტო/ გამოსახულება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, არ განთავსდება და/ან შეიძლება იყოს წაშლილი GeorgianTravelGuide.com-ის მიერ ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე.


10. ინტელექტუალური საკუთრების უფლება


თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელია მომსახურებისთვის ან რომელიც ხელმისაწვდომია და გამოიყენება პლატფორმაზე, და პლატფორმაზე განთავსებული კონტენტის, ინფორმაციისა და მასალის ინტელექტუალური საკუთრების უფლება (საავტორო უფლების ჩათვლით) ეკუთვნის GeorgianTravelGuide LLC, მის მასპინძლებსა თუ სტუმრებს.

GeorgianTravelGuide.com ექსკლუზიურად ინარჩუნებს ყველა უფლებას, ტიტულს და ინტერესს (ყველა ინტელექტუალური საკუთრების უფლება) პლატფორმაზე (ინფრასტრუქტურის ჩათვლით), რომელზეც ხელმისაწვდომია მომსახურება (მათ შორის სტუმრის მიმოხილვები და ნათარგმნი კონტენტი) და თქვენ არ გაქვთ უფლება დააკოპიროთ, გაასუფთავოთ(ჰიპერ-/ღრმა), დააკავშიროთ, გამოაქვეყნოთ, დაარეკლამოთ, ინტეგრირება მოახდინოთ, გააერთიანოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ მასალა (მათ შორის ნებისმიერი თარგმანი და სტუმრის მიმოხილვა) ან ჩვენი ბრენდი, ჩვენგან წინასწარ წერილობითი თანხმობის გარეშე. იმდენად, რამდენადაც თქვენ (მთლიანად ან ნაწილობრივ) გამოიყენებთ ან გააერთიანებთ პლატფორმის (ნათარგმნ) მასალას (მათ შორის სტუმრის მიმოხილვები) ან სხვაგვარად მიისაკუთრებთ რაიმე ინტელექტუალური საკუთრების უფლებას პლატფორმაზე ან რაიმე (ნათარგმნ) მასალას ან სტუმრის მიმოხილვებს, თქვენ გადასცემთ ყველა ასეთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას GeorgianTravelGuide.com-ს. ნებისმიერი უკანონო გამოყენება ან ნებისმიერი ზემოთხსენებული ქმედება ჩაითვლება კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევად (მათ შორის საავტორო უფლება და მონაცემთა ბაზის უფლება).


11. მოქმედი კანონი, იურისდიქცია, და დავის გადაწყვეტა


წინამდებარე წესები და პირობები და ჩვენი მომსახურების მიწოდება კონტროლირებადია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ამ ზოგადი წესებისა და პირობების და ჩვენი მომსახურების შედეგად, ექსკლუზიურად უნდა წარედგინოს უფლებამოსილ სასამართლოებს თბილისში, საქართველოში.

ამ პირობების ორიგინალური ქართული ვერსია შეიძლება ითარგმნოს სხვა ენებზე. ნათარგმნი ვერსია მხოლოდ ოფისის პირობებშია ნათარგმნი და თქვენ ვერ გამოიყენებთ რაიმე უფლებას ნათარგმნი ვერსიიდან. იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა დავა წინამდებარე ხელშეკრულების წესების და პირობების შინაარსისა ან განმარტების შესახებ, ან წინამდებარე პირობების ქართულ ვერსიასა და ნებისმიერ სხვა ენობრივ ვერსიას შორის შეუსაბამობის ან განსხვავების შემთხვევაში, ქართულ ვერსიას ენიჭება უპირატესი ძალა, მიიღება და წარმოადგენს სავადებულოს და საბოლოოს.

თუ ამ პირობების ნებისმიერი დებულება არასწორია, შეუსრულებელი ან არასავალდებულო, თქვენ უნდა შეასრულოთ წინამდებარე შეთანხმების ყველა სხვა დებულება. ასეთ შემთხვევაში ამგვარი არასწორი დებულება უნდა განხორციელდეს სრულად,ამდენდაც ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით, და თქვენ ეთანხმებით, რომ მიიღებთ ეფექტს, რომელიც არასწორი, შეუსრულებელი ან არასავალდებულო დებულების მსგავსია, მოცემული წესებისა და პირობების კონტენტისა და მიზნის გათვალისწინებით.


12. GeorgianTravelGuide.com-ის შესახებ


„საქართველოს ტურისტული გზამკვლევი“ (Georgian Travel Guide) უზრუნველყოფს ტურისტული პროდუქტის მომსახურებას, რომელიც არის კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, დარეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში, თბილისი, ისნის რაიონი, ვაზისუბნის დასახლება, III მ/რ, მე-15 კორპ., ბინა 83. სარეგისტრაციო ნომერი-406267463.