დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Pankisi camping, Pankisi Gorge, Kakheti პანკისი კემპინგი, პანკისის ხეობა, კახეთი პანკისი კემპინგი, პანკისის ხეობა, კახეთი პანკისი კემპინგი, პანკისის ხეობა, კახეთი Pankisi camping, Pankisi Gorge, Kakheti Pankisi camping, Pankisi Gorge, Kakheti

პანკისი ქემპინგს შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული

საქართველოში დღემდე არსებობს ისეთი ტაბუდადებული ადგილები, სადაც არათუ წასვლა, მასზე ლაპარაკიც კი სახიფათოდ მიაჩნიათ. პანკისის ხეობაც მათ სიაშია. მანო ქავთარაძემ და ბეგი ბორჩაშვილმა გადაწყვიტეს ეს სტერეოტიპი დაენგრიათ, გაეცნოთ პანკისის ბუნება ქართველი თუ უცხოელი მოლაშქრთათვის და ექციათ პანკისი ერთ-ერთ წამყვან საქემფინგო ადგილად საქართველოში. ყველაფერი გენიალური ხომ სწორედ დიდი სურვილითა და გამბედაობით ისხამს ფრთებს...

პანკისის ხეობა მდებარეობს კახეთში, მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან 130 კილომეტრში. მარშუტკით აქ დაახლოებით 2 საათში ჩახვალთ. ხეობის სიგრძე (მთა ბორბალოდან ალაზნის ვაკემდე) 34 კილომეტრია. ხეობის ფერდობები 2000-2200 მეტრამდე შემოსილია ფართო ფოთლოვანი ტყით. აქვე შეგიძლიათ ნახოთ უთხოვარას ტყისა და ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალი, თუმცა, ნაკრძალში შესვლა არ შეიძლება.

რაც შეეხება უშუალოდ პანკისი ქემფინგს, ეს გახლავთ პირველი ქემფინგ ბანაკი პანკისის ხეობაში, რომელიც სულ რაღაც 2 კვირაა რაც გაიხსნა და უკვე მიიპყრო ყურადღება. საქემფინგო ტერიტორია 2000 კვ. მეტრია. ალაზნის ნაპირზე გაშლილი ეს მყუდრო შემოგარენი სტუმრებს არაერთ გასართობს სთავაზობს, აქ ყველაფერია მათთვის, ვისაც ლაშქრობა უყვარს. პანკისის ქემფინგს შეუძლია ერთდროულად 45 სტუმარს უმასპინძლოს, უზრუნველყოს კარვებით, საძილე ტომრებით, და ყველაფრით, რაც შეიძლება მოლაშქრეს დასჭირდეს.

პანკისი ქემფინგი ჩამოსულ მომხმარებელს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს:

ტურები პანკისის მთებში

სამთო- საფეხმავლო, ან საცხენოსნო ტურები პანკისიდან თუშეთში/ხევსურეთში/უკანა ფშავში.

ცხენების დაქირავება/ საცხენოსნო ტურები.

სამთო ველოსიპედების დაქირავება.

სალაშქრო ინტერიერის დაქირავება

პროფესიონალი, სერტიფიცირებული გიდების სამთო/საფეხმავლო ტურები

ველური ფოტოგრაფიის ტურები.

კულინარიული ტურები: ქართული და ადგილობრივი, ტრადიციული კერძების დაგემოვნება: ქისტური სამზარეულო- ცხვრის ხინკალი, ჭააბილგი(უთხელესი ხაჭაპური), ქისტური ჰალვა, უალკოჰოლო ლუდი.

ღამისთევა ალაზნის პირას, ხადორის ხეობაში.

ორ მეგობარს, მანო ქავთარაძესა და ბეგი ბორჩაშვილს გაუჩნდათ იდეა, რომ პანკისში რაღაც სიახლე უნდა დაენერგათ. მანო ლაშქრობაზე შეყვარებული ეკონომისტია, რომელიც დღეს უკვე პანკისი ქემფინგის თანადამფუძვნებელია. მან ამ იდეას ფრთები შეასხა მეგობრების დახმარებით. მანოსა და ბეგის სურთ აქ გააცოცხლონ ვაინახური კულტურის საღამოები, რაც გულისხმობს ქისტების, ინგუშებისა და ჩეჩნების კულტურულ წარმოდგენებს. ტრადიციული სიმღერების, ლექსების, პოეზიის გაცნობას. სურვილის შემთხვევაში ბანაკში ასევე შესაძლებელია, კინოჩვენებებისა და პრეზენტაციების მოწყობა, დაბადების დღის გადახდა და ა.შ.

პანკისი ქემფინგი იდეალური ადგილია, თუ გსურთ ბუნებაში დასვენება, იქ სადაც თქვენს სიმყუდროვეს მხოლოდ ალაზნის ჩუხჩუხი და ცხენის ფრუტუნი დაარღვევს, იქ სადაც შეგეძლებათ ჰამაკში ინებივროთ, იკითხოთ წიგნი, დაანთოთ კოცონი და ღამის სიმყუდროვეში მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი საღამოები გაატაროთ. არაფერი სჯობს ხის ქოხში შეყუჟვას წვიმიან ამინდში, პლედმოხვეულებმა არაერთი იდუმალი ისტორია გაიხსენოთ, ან უბრალოდ ცხელი ჩაი მიირთვათ და დატკბეთ წვიმის სურნელით. ამ თბილ გარემოში შეგიძლიათ მოაწყოთ პატარა ლაშქრობები იქვე მდებარე ხადორის ულამაზეს ჩანჩქერზე, ცხენებით ინავარდოთ, დააგემოვნო კერძები და გადაიღოთ სურათები ულამაზეს გარემოში… ეს ყველაფერი თქვენ გელოდებათ…

პანკისი ქემფინგის მოსანახულებლად რეკომენდებულია 3 დღიანი ტური, ამ დროში თავისუფლად შეძლებთ ნახოთ ხადორის ჩანჩქერი, ტბათანა და სხვა ახლოს მდებარე საინტერესო ადგილები.

რაც შეეხება ცხენებით ტურს, იმ შემთხვევაში თუ ცხენზე ჯდომა არ იცით, არც ეს წარმოადგენს პრობლემას. აქ დაგეხმარებიან დაძლიოთ შიში და მშვენიერი მიდამოები ცხენით დაათვალიეროთ, თან აუცილებლად გამოგყვებათ ინსტრუქტორი, რომელიც თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

მოკლედ, ეს არის ადგილი, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ, თუ მისვლას “გაბედავთ”.

თეგები: #საცხოვრებელი #საბანაკე ადგილი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე პანკისი ქემპინგ

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

+995 551 388****