„პანორამა“ ყველაზე დიდი სარესტორნო კომპლექსია აჭარის რეგიონში. ის ორი საერთაშორისო კომპანიის: ოცწლიანი გამოცდილების მქონე, სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის GINZA PROJECT-ისა და ევროპაში არსებული უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის ORBI GROUP-ის საერთო პროექტია.
რესტორანი პანორამა გამორჩეულია ბაზარზე უნიკალური სამზარეულოთი, სერვისის უმაღლესი ხარისხით, დიზაინითა და ურთიერთობათა კულტურით. ამ ყველაფერს იდეალურად შეერწყა Orbi Sea Towers-ის უნიკალური გეოლოკაცია, რომელიც ჩიტების გადაფრენის სიმაღლეზე 360 გრადუსით გადაჰყურებს უმშვენიერეს ბათუმს. 2022 წელს კი პანორამას კარები სტუმრებისთვის გაიღო.
ერთ-ერთი უმთავრესი ნიშა, რაც „პანორამას“ მიმართ სიყვარულს აღვივებს, არის მენიუ, რომელიც ეკუთვნის Micheline Guide-ს გზამკვლევში აღნიშნულ პირველ ქართველ ქალ შეფ-მზარეულს იზო ძანძავას. ის გასტრონომიის მოყვარულთათვის ცნობილია, როგორც 50-ზე მეტი რესტორნის შეფი და, 2021 წლის Micheline Guide-ის გზამკვლევის მიხედვით, არის შეფმზარეული, რომლის რესტორნებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
რესტორანი „პანორამა“ გამოირჩევა იმით, რომ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს 4 სხვადასხვა, 31-34-ე სართულებზე, თავმოყრილია 4 სხვადასხვა კონცეფციისა და ისტორიის მქონე სივრცე, რომელიც ქართული კულტურითაა შთაგონებული. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანს ზღვის, მთისა და ქალაქის ხედი აერთიანებს.
„პანორამას“ 31-ე სართული – ქართული სუფრა, ინტერიერის დეტალებიც ქართული დიზაინით გაჯერებული, ძვირად ღირებული ხის მაგიდები, რბილი ავეჯი, თბილი განათება, ქართულ სამზარეულოსთან ერთად ამ ყველაფერს თან ერთვის ცოცხალი მუსიკის საღამოები. ამავე სართულზეა VIP ოთახი და საბავშვო სივრცე.
სართული 32 – პანორამა ტერასა სრულიად განსხვავდება 31-ე სართულის დიზაინისგან. ხის ინტერიერი, გამწვანება, ინდივიდუალური დიზაინის მქონე ბარი, სივრცე DJ არტისტებისთვის და უამრავი ფოტოზონა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ზაფხულის ცხელ დღეებს სასიამოვნოდ გაატარებთ.
სართული 33 – ღვინის კულტი. ეს დარბაზი სავსეა ღვინოსთან დაკავშირებული ემოციებით. აქ თქვენ აღმოაჩენთ ექსკლუზიურ ღვინოს და ამ სართულისთვის შექმნილ ინდივიდუალურ მენიუს. გარდა ამისა, შეძლებთ ღვინისთვის განკუთვნილი აქსესუარების შეძენას. ამ დარბაზსაც გამოარჩევს ის, რომ შემოსვლისთანავე იგრძნობა ხის სუნი.
სართული 34 – ROOFTOP 34 - ამ სართულიდან შეუზღუდავად ჩანს მთელი ქალაქი, ვერანდაზე მდებარეობს კოქტეილ-ბარი და სცენა. ეს სივრცე განკუთვნილია ხელმოწერის ცერემონიებისა და საღამო საათებში ივენთებისთვის, სადაც გამორჩეული არტისტები ბათუმური დაისების ფონზე დაუკრავენ.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა